GE

რა უნდა გააკეთონ აბიტურიენტებმა უნივერსიტეტში დასარეგისტრირებლად? – დოკუმენტების ნუსხა

2021 წლის აბუტირიენტებმა ყველა საგნის საბოლოო შედეგები იციან და ახლა მომავალი სტუდენტობისთვის ემზადებიან. უმაღლეს სასწავლებლებში რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.

რა უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა? 

  • მას შემდეგ, რაც გაიგებთ რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდით, დაუკავშირდით უნივერსიტეტის ცხელ ხაზს ან ესტუმრეთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს;
  • გაიგეთ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ უნივერსიტეტში;
  • გაეცანით უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცედურებსა და სარეგისტრაციო ვადებს;
  • უმაღლეს სასწავლებელში იკითხეთ მოხვდით თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიმართულებაზე (რადგან ამ მიმართულებებზე კონკრეტული რაოდენობის ადგილებია გამოყოფილი).
  • დაადგინეთ სწავლის დაწყების ზუსტი ვადები.

რა საბუთები დაგჭირდებათ? 

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ფოტოსურათიანი გვერდი);
  2. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
  3. ფოტოსურათი 3X4;
  4. სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისათვის);
  5. საფასურის გადახდის ქვითარი; პანდემიის გათვალისწინებით, შესაძლებელია სემესტრული საფასურის ნახევარი თანხის გადახდით რეგისტრაცია;

ასევე შესაძლებელია, დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობის წარდგენა, თუ უნივერსიტეტი ითხოვს. სასურველია თქვენი საკონტაქტო ინფორმაციასაც თუ მიაწვდით უმაღლეს სასწავლებელს.

ეს არის ძირითადი დოკუმენტების ნუსხა, თუმცა შესაძლებელია, კონკრეტულ უნივერსიტეტს დამატებითი მოთხოვნები ჰქონდეს. ამიტომ გადაამოწმეთ ყველა დეტალი.

ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ!

ამავე თემაზე: 

როდის დაიწყება 2021-2022 სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებლებში? – ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური