GE

როდის დასახელდებიან 2022-2023 სასწავლო წლის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები – NAEC-ის განმარტება

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადის შედეგებს მარტის ბოლოს გაიგებენ. ოლიმპიადის მესამე ტური, რომელშიც 604 მოსწავლე მონაწილეობდა, 10 მარტს დასრულდა. ჯამურად, წელს ოლიმპიადაში რეკორდული რაოდენობით, 56 700-ზე მეტი მოზარდი ჩაერთო.

როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 16 მარტს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, მომდევნო დღეებში, ჯერ გამოქვეყნდება მესამე ტურის შედეგების შესახებ პირველადი ინფორმაცია და გამოცხადდება აპელაცია. ამ დროს მოსწავლეებს საკუთარი ქულის გასაჩივრება შეეძლებათ. ხოლო, რაც შეეხება საბოლოო, ოლიმპიადაში გამარჯვებულთა რეიტინგულ სიას, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აგვიხსნეს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

NAEC-ის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან და საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.

ასევე იხილეთ:

რა საჩუქრებს მიიღებენ ოლიმპიადაში გამარჯვებულები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური