როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები? – სამინისტროს პასუხი
მაღალკლასელი მოსწავლეების დისტანციური სწავლების გახანგრძლივების პარალელურად, მოსწავლეები და მათი მშობლები EDU.ARIS.GE-ს ხშირად მომართავენ კითხვით, მიმდინარე სასწავლო წელს, როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპიუტერების გადაცემის თარიღები ჯერ დადგენილი არ არის და როცა ცნობილი გახდება ბენეფიციარებს პირადად შეატყობინებენ.
მოსწავლეებისთვის კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროგრამას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო კურირებს, EDU.ARIS.GE-მ აღნიშნულ უწყებასაც მიმართა კითხვებით როდის დაიწყება ტექნიკის გაცემა საჯარო სკოლებში და რამდენი ბენეფიციარია ამ ეტაპზე აღრიცხული. უწყებას პასუხის გაცემა ამ ეტაპზე გაუჭირდა, ჩვენ დამატებით ინფორმაციას პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი
-
„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით
by განათლებული ბლოგი
-
VII–XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – სპეციალისტის მითითებები გამოსაცდელებს
by ARIS.GE-განათლება