როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტებისთვის ე.წ. უფასო ფაკულტეტები და რა გამოვიყენოთ იქამდე
2023-2024 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ე.წ. უფასო ფაკულტეტები 2023 წლის აბიტურიენტებისთვის ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, აბიტურიენტებს აქვთ გამოსავალი.
ჩამონათვალის გამოქვეყნების საკითხზე აბიტურიენტებთან შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა და დაადასტურა, რომ დეტალურ ინფორმაციას პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შეტანის მსურველი აპლიკანტები დროულად მიიღებენ.
„უფასო პროგრამებს რაც შეეხება, როგორც წესი, სადღაც აგვისტოს თვეში განათავსებს ამ ინფორმაციას განათლების სამინისტრო. თუმცა, აბიტურიენტი უფასო პროგრამაზეც რომ ჩაირიცხოს, მისი საგრანტო კონკურსში განხილვა მაინც ხდება. თუ ვთქვათ, მან მიიღო 50%-იანი გრანტი უფასო პროგრამებზე, ის სრულად დაფინანსდება. თუმცა, არის პროგრამები, სადაც გამოცხადებულია უფასო პროგრამები, მაგრამ ყველა ადგილი არ ფინანსდება და სწორედ ეს ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია აგვისტოს თვეში, იქამდე გამოქვეყნდება, სანამ შესაძლებელი იქნება პროგრამების არჩევა, შეცვლა და ა.შ.“, – განაცხადა 24 მარტს, აბიტურიენტებთან შეხვედრის დროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ.
მაშ როგორ უნდა შეარჩიოს აბიტურიენტმა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებო პროგრამები, თუკი განახლებული ჩამონათვალი აგვისტომდე არ გამოქვეყნდება? პასუხი მარტივია, EDU.ARIS.GE-ს მრავალწლიანი დაკვირვებით, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალი წლიდან-წლამდე რადიკალურ ცვლილებას არ განიცდის და აბიტურიენტს, დიდი რისკის გარეშე, გასული წლის ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიით ხელმძღვანელობა შეუძლია:
2022-2023 სასწავლო წლის ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით
გაითვალისწინეთ, რომ როგორც სხვა, ისე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევას, წაშლას ან დამატებას, ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეძლებთ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება