GE

როდის გახდება ცნობილი ჩარიცხვის შედეგები?

ფოტო –
4900

გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების განხილვა დასრულდა. ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულების სიის გამოსაქვეყნებლად ემზადება.

როდის გახდება ცნობილი ჩარიცხვის შედეგები?

როგორც არის ჯის გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა -განუცხადა, შედეგები რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება:

“დიდი იმედი მაქვს, რომ ორშაბათს ან სამშაბათს ჩარიცხვის შედეგები ცნობილი გახდება, რადგან სააპელაციო განაცხადების განხილვა უკვე დასრულდა. ჩვენი ბაზებიც განიტვირთება, ამის შემდეგ კი განთავსდება ჩარიცხვის შედეგები.” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური