GE

როდის იწყება 2017-2018 სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებლებში

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად სტუდენტები და 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული აბიტურიენტები ყოველდღიურად მომართავს EDU.ARIS.GE-ს კითხვით თუ რომელ უნივერსიტეტში როდის იწყება სწავლა და რეგისტრაცია. ჩვენ შევეცადეთ თავად უნივერსიტეტებისგან მოგვეპოვებინა აღნიშნული ინფორმაცია. გთავაზობთ 2017-2018 სასწავლო წლის დაწყების თარიღებს უნივერსიტეტების მიხედვით:

თბილისი:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება. რაც შეეხება რეგისტრაციას, პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია 5-12 სექტემბერს (სწავლისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ვადა), აკადემიური რეგისტრაცია კი 14-18 სექტემბერს იწარმოებს (სასურველ ფაკუკლტეტზე ძირითადი და არჩევით საგნების დამატება საკუთარ ბაზაში). მაგისტრატურაზე კი სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 25 სექტემბერს დაიწყება. მაგისტრებისთვის კი 2 ოქტომბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია 1-15 სექტემბერს იწარმოებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 ოქტომბერს დაიწყება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 25 სექტემბერს იწყება. რაც შეეხება რეგისტრაციას, პირველკურსელებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია 5-20 სექტემბერს უნდა გაიარონ, დანარჩენი საფეხურის სტუდენტებმა კი 15 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე. მაგისტრატურის პირველკურსელებისთვის სწავლა 2 ოქტომბერს, დანარჩენებისთვის კი 25 სექტემბერს დაიწყება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა პირველკურსელებსითვის 18 სექტემბერს იწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია 4-15 სექტემბერს იწარმოებს. ბაკალავრიატის დანარჩენი საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლა 4 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურაში კი 9 ოქტომბერს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 4-დან 16 სექტემბრამდე იწარმოებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა ყველა საფეხურზე 9 ოქტომბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 4 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაცია პირველკურსელებისთვის 4-16 სექტემბერს იწარმოებს, დანარჩენი სტუდენტებისთვის კი 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა 11 სექტემბერს დაიწყება, პირველკურსელებს კი რეგისტრაციის გავლა 31 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე შეეძლებათ.

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. აკადემიური რეგისტრაცია კი 4-დან 15 სექტემბრამე იწარმოებს. მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სწავლა 30 ოქტომბერს დაიწყება.

საავიაციო უნივერსიტეტში ახალი სემესტრი ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრატურის მეორეკურსელთათვის 11 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურის პირველკურსელებს კი სწავლა 25 სექტემბერს დაეწყებათ. რაც შეეხება ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტების რეგისტრაციას, მათ დარეგისტრირება 6 სექტემბრის ჩათვლის შეეძლებათ.

ჯიპაში სწავლა ყველა საბაკალავრო პროგრამაზე 18 სექტემბერს დაიწყება, გარდა ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტისა. აღნიშნულ სპეციალობაზე ახალი სემესტრი 11 სექტემბერს დაიწყება. რაც შეეხება რეგისტრაციას, ის უკვე დაწყებულია და 8 სექტემბერს დასრულდება, გარდა სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისა. მათთვის რეგისტრაცია 4 სექტემბერს დასრულდება.

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა პირველკურსელთა საბუთების მიღება 4-9 სექტემბერს იწარმოებს.

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა 11 სექტემბერს დაიწყება. 6-7-8 სექტემბერს კი იწარმოებს პირველკურსელთა რეგისტრაცია.

აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურაზე კი 2 ოქტომბერს. ბაკალავრიატის პირველკურსელთა რეგისტრაცია 13-14-15 სექტემბერს იწარმოებს.

ევროპის უნივერსიტეტში სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია კი 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე იწარმოებს. სწავლა კი 25 სექტემბერს დაიწყება.

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლს 11 სექტემბერს იწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია 29 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა ყველა საფეხურზე 18 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსლებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-16 სექტემბრის ჩათვილით უნდა გაიარონ, აკადემირი რეგისტრაცია კი 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია კი 11-16 სექტემბერს იწარმოებს.

სამხატვრო აკადემიაში სწავლა 1 ოქტომბერს იწყება, რეგისტრაციის ვადებს კი უნივერსიტეტი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს იწყება, რეგისტრაციის ვადები კი მოგვიანების იქნება ცნობილი.

საბაუნიში პირველკურსელთა რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გაგრძელდება. ბაკალავრიატზე სწავლა 18 სექტემბერს, მაგისტრატურაზე კი 25 სექტემბერს დაიწყება.

რეგიონები:

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბრიდან18 სექტემბრამდე გაგრძელდება. მაგისტრატურაში კი სწავლა 26 სექტემბერს დაიწყება.

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა სავარაუდოდ 18 სექტემბერს დაიწყება.

გორის უნივერსიტეტში სწავლა სავარაუდოდ 18 სექტემბერს დაიწყება. ადმინისტრაციული რეგისტრაცია პირველკურსელებისთვის 18-დან 29 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა საფეხურის სტუდენტისთვის 15 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელების რეგისტრაცია კი 30 აგვისტოდან 8 სექტემბრადე იწარმოებს.

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ოქტომბერში დაიწყება. რეგისტრაციის ვადები კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სავარაუდოდ 18 სექტემბერს დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის, საჭირო დოკუმენტაციასა თუ რეგისტრაციის პროცედურების შესახებ, დაუკავშირდით თავად უნივერსიტეტებს (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ მათს ვებ-გვერდებზე).

2017 წლის ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ფაკულტეტი

მაია მიმინოშვილი ჩაჭრილ აბიტურიენტებსა და მომავალ სტუდენტებს მიმართავს

ვინ მიიღებს გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ვადები და პროცედურები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური