GE

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში

ქრისტიანულ სამყაროში ორი ბრწყინვალე დღესასწაული არსებობს – შობა და აღგომა. ეს უკანასკნელი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას გულისხმობს და მსოფლიოს ქყვეყნებში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ.

ავსტრალია

1991 წლიდან ავსტრალიაში წინა სააღდგომოდ შოკოლადის კურდღლების დამზადება დაიწყეს. ეს ცხოველი იქ ყველაზე გავრცელებულია, კურდღლები ხშირად უნადგურებენ მიწასა და მარცვლეულს. სწორედ ამას უკავშირდება ავსტრალიელების ტრადიცია.

იტალია

350 წელია ფლორენციაში ადგილობრივები აღნიშნავენ ტრადიციას სახელწოდებით Scoppio del Carro ანუ „ მანათობელი ეტლის“ ცერემონიალი. ფეირვერკებით  მორთული ეტლი ქალაქის ქუჩებში მე-15 საუკუნის კოსტუმებში გამოწყობილ ხალხთან ერთად მოძრაობს და საკათედრო ტაძართან ჩერდება. არქიეპისკოპოსი ანთებს ეტლის ფეიერვერკს და სანახაობაც იწყება.

ფინეთი

სკანდინავიელი ბავშვები გრძნეულებივით იცვამენ, სახეებს იხატავენ და ქუჩებში  კვერცხის ფორმის შოკოლადების შესაგროვებლად გადიან. დასავლეთ ფინეთში კი აღდგომის დილას კოცონებით ხვდებიან.

პოლონეთი

პოლონელების უჩვეულო ტრადიცია სახელწოდებით Śmigus-dyngus,  სააღდგომო წუწაობაა. ბიჭები ცდილობენ წყალი შეასხან გოგონებს. მათ სწამთ, რომ გოგონები, რომლებიც დასველდებიან ამ წელს დაოჯახდებიან.

საფრანგეთ

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ჰაუხში 4500 კვერცხისგან გიგანტურ ომლეტს ამზადებენ. ცერემონიალში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობს. ეს ტრადიცია სათავეს ნაპოლეონის ლაშქრობებიდან იღებს. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ის ჯართან ერთად ამ პატარა ქალაქში გაჩერდა, სადაც სულ ომლეტებს მიირთმევდა და ძალიან მოსწონდა ის. ერთხელაც ბრძანება გასცა, ყველა ადგილობრივს ერთად გაიკეთებინა მისთვის ომლეტი.

საბერძნეთი

კუნძულ კორფუზე შაბათ დილით ტრადიციული ქოთნების სროლა იმართება.  იქაურებს აივნებზე ქვაბები, ქოთნები და სხვა ჭურჭელი გამოაქვთ, რომლებსაც მიწაზე ძლიერად ანარცხებენ. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია ვენეციელებისგან გადმოიღეს, რომლებიც ახალ წელს ძველ გამოუსადეგარ ნივთებს ანადგურებენ. მეორე ნაწილის აზრით, ბერძნები ამ გზით გაზაფხულის შემობრძანებას აღნიშნავენ.

ნორვეგია

ნორვეგიელებისთვის აღდგომა კრიმინალური ნოველების წასაკითხად საუკეთესო დროა. სპეციალურად ამ დღისთვის „სააღდგომო ტრილოგიები“ გამოიცემა. ტრადიცია 1923 წლიდან იღებს სათავეს, როცა გამომცემელმა ამ დღეს ნოველა გაზეთის წინა გვერდზე დაბეჭდა.

ვატიკანი

აქ პარასკევს კოლიზიუმთან  გიგანტურ ჯვარს ჩირაღდნებით წვავენ. კვირას კი ათასობით ადამიანი წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის ქადაგების მოსასმენად იკრიბება.

ჩეხეთი

ტირიფის პირველი ხე გაზაფხულზე ყვავის. ტრადიციის თანახმად, მამაკაცები ხუმრობით ქალებს ზურგზე ტირიფისგან ლენტებით გაკეთებულ დეკორატიულ ჯოხებს უტყაპუნებენ. მათი რწმენით, ტირიფის ხეს შეუძლია, ქალებს გამრავლების უნარი გადასცეს.

ესპანეთი

შუა საუკუნეების ქალაქ ვერგესში ტრადიციული „ სასიკვდილო ცეკვები“ იმართება. ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილი ახალგაზრდები აწყობენ პარადებს და შუაღამეს დაწყებული ცეკვა 3 საათი გრძელდება.

აშშ

130 წელზე მეტია თეთრი სახლი  სააღდგომო კვერცხებით გასართობ თამაშს მასპინძლობს, რომელთაც დიდი ჯოხებით აგროვებენ. ამას გარდა, იმართება სპორტული, მუსიკალური და სხვა ღონისძიებები

 უნგრეთი

„გაწმენდის“ რიტუალი უნგრეთში ძალიან პოპულარულია. ორშაბათ დღეს ბიჭები ხუმრობით მიიპკურებენ ქალის პარფიუმს , ოდეკოლონს ან წყალს და სთხოვენ ქალს კოცნას.ხალხს სჯერა, რომ წყალი ასუფთავებს, წმენდს და ზრდის ნაყოფიერებას.

ისრაელი

ისრაელში აღდგომას ყოველ წელს უამრავი ადამიანი სტუმრობს, რათა ქრისტეს გზა გაიაროს და აღდგომის ტაძარი მოილოცოს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური