GE

როგორ დარეგისტრირდება მოსწავლე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის – ცვლილება

“ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად განისაზღვრა, თუ როგორ მოხდება ოლიმპიადაში მონაწილეობის მიზნით მოსწავლის დარეგისტრირება.

“ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში, ელექტრონულად, სპეციალური ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის გამოყენებით”, – ვკითხულობთ 28 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

სიახლეა ისიც, რომ რეგისტრაციის დადასტურების თაობაზე მოსწავლე შეტყობინებას მიიღებს მობილურ ტელეფონზე.

რაც შეეხება პროცედურას, რეგისტრაციის დროს მოსწავლე:

  • ირჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებას, სადაც სწავლობს, ასევე შესაბამის რეგიონსა და მუნიციპალიტეტს;
  • შესაბამის ველში უთითებს თავის პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს;
  • ირჩევს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩასაბარებელ საგანს/საგნებს;
  • ავსებს პაროლის ველს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (სარეგისტრაციო პროგრამაში) შესვლას.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: მინისტრის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური