როგორია ახალი სასწავლო წლის სასიამოვნო პირველი დღე – რჩევები პედაგოგებს
ბავშვებს მოვეწონები? მოსაწყენი ხომ არ ვიქნები? მსგავსი და ათასი სხვა კითხვა აქვთ პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყების წინ. სკოლის პირველი დღე ამაღელვებელია არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მასწავლებელებისთვისაც, თუმცა სანერვიულო არაფერია. მთავარია, გაკვეთილი სწორად დაგეგმოთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა დაბნეულობა და დაეხმაროთ სტრესის დაძლევაში. სასწავლო წლის წარმატებით დაწყებაში ეს 10 რჩევაც დაგეხმარებათ:
1. საკლასო ოთახში ყველა მოსწავლეზე ადრე შედით;
2. დაწერეთ საკუთარი სახელი დაფაზე;
3. მოსწავლეებს ღიმილით შეხვდით კართან;
4. დაეხმარეთ მათ ერთმანეთის გაცნობაში;
5. დააწყვილეთ ბავშვები და სთხოვეთ ერთმანეთის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, დაუსვან კითხვები და ბოლოს თითოეულს მიეცით საშუალება გაუზიაროს დანარჩენებს, თუ რა ახალი აღმოაჩინა თანაკლასელში, რა აქვთ მათ საერთო და რით განსხვავდებიან;
6. მოაზადეთ მარტივი სახალისო აქტივობები. მაგალითად, პატარებს შეგიძლიათ ხატვა შესთავაზოთ. მოზრდილებს – სიტყვების თამაში. ეს სასწავლო წლის მხიარულად დაწყებაში დაგეხმარებათ და ბავშვებიც შებოჭილები აღარ იქნებიან;
7. გააცანით მოსწავლეებს სკოლის შინაგანაწესი, მაგრამ ეცადეთ, ეს პროცესი არ იყოს მოსაწყენი. შეეცადეთ, არ ჩანდეთ მკაცრი და შესთავაზეთ მათ მსჯელობა ამ წესების შესახებ. რატომ არის კონკრეტული პუნქტი მნიშვნელოვანი, რას შეცვლიდნენ და ა.შ;
8. უთხარით მოსწავლეებს, რა ცოდნას მიიღებენ თქვენი გაკვეთილებიდან;
9. დაანახეთ თქვენი საგანი ყველაზე საინტერესო კუთხით და შემდეგ დაიწყეთ უშუალოდ გაკვეთილის ახსნა;
10. ეცადეთ, გაუღვიძოთ ენთუზიაზმი და ინტერესი სწავლის მიმართ;
11. არც ერთი მოსწავლე არ დატოვოთ უყურადღებოდ. დარწმუნებული იყავით, თუ კლასში ყველა ბავშვის ჩართვას შეძლებთ, თქვენ და თქვენს მოსწავლეებს წარმატებული წელი გელით.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: scholastic
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება