როგორ გამოიყურება ზაფხულის გამოცდებზე სამუშაო მასალები – მზადების კადრებს NAEC-ი აქვეყნებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის გამოცდის ჩასატარებლად მზადება დაწყებულია. ამის ამსახველ ფოტომასალას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 25 ივნისს აქვეყნებს.
როგორ გამოიყურება ზაფხულის გამოცდებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალები:
იხილეთ ფოტოები
NAEC-ის ინფორმაციითვე, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
“საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით დასასრულს უახლოვდება პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების: რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა და დახარისხება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები და ამასთანავე ტესტირება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების სერიას 1 ივლისს დაასრულებს. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და კონკრეტულად საგამოცდო პროცესსა და წესებს შეეხება”, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე