GE

როგორ გავაკეთოთ არჩევანი კერძო და საჯარო სკოლებს შორის

მშობლები, რომელთა შვილმა უკვე სასკოლო ასაკს მიაღწია, დილემის წინაშე არიან და ვერ წყვეტენ, კერძო სკოლაში შეიყვანონ ბავშვი, თუ საჯაროში.  ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სკოლა ბავშვის მეორე სახლად იქცევა და აუცილებელია, ის ზედმიწევნით ჯდებოდეს მშობლისა და ბავშვის  მოთხოვნებში.

არჩევანის გაკეთების დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და საყურადღებო. მშობლების მისწრაფება, მისცენ ბავშვს ყოველივე საუკეთესო ავტომატურად მიდის იქამდე, რომ ფინანსებს არ იშურებენ და შვილი კერძო სკოლაში შეჰყავთ, მაგრამ კერძო სკოლა მოზარდის განვითარებისთვის ყოველთვის საუკეთესო გზა არაა. აქ შეიძლება მიიღო იმაზე უკეთესი განათლება, ვიდრე საჯაროში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის იმაზე ნაკლებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს ბავშვს, ვიდრე საჯარო.

არსებობს კონკრეტული განსხვავებები კერძო და საჯარო სკოლებს შორის, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ:

კერძო სკოლა

  • კერძო პირები აკონტროლებენ მას და უფრო მართვადია
    • სწავლების ხარისხი მაღალია
    • წიგნებს, სახელმძღვანელოებს და სხვა საჭირო ნივთებს მშობლები ყიდულობენ
    • ჩვეულებისამებრ, კერძო სკოლები ბევრად უფრო სუფთა, მოწესრიგებული და კეთილმოწყობილია
    • აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკით
    • უკეთესი სპორტ-დარბაზი და კაფეტერიაა
    • საკლასო ოთახები ნაკლებად კომფორტულია სტუდენტებისთვის
    • მიღების პროცესი უფრო გართულებულია
    • კლასში ცოტა მოსწავლეა, ამოტომაც პედაგოგს ჰყოფნის დრო გაუნაწილოს ყურადღება ყველას
    • სკოლას აქვს უფლება შექმნას შეფასების საკუთარი კრიტერიუმები და სასწავლო გეგმა

საჯარო სკოლა

• მთავრობა მოსწავლეებს წიგნებით უზრუნველჰყოფს;
• კლასში ბევრი ბავშვია, რაც მოზარდებს ეხმარება გახდნენ სოციალურად აქტიურები;
• კერძო სკოლისგან განსხვავებით, საჯარო სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვაში მათ საჯარო სკოლაში მუშაობის უფლება არ აქვთ.
• ყველა საჯარო სკოლას ერთნაირი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს

ამას გარდა, სკოლის არჩევისას შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

  • ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

1.უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, გაქვთ საშუალება, უახლოესი რამდენიმე წელი მაინც სკოლის საფასური გადაიხადოთ და სახელმძვანელოები იყიდოთ? რადგან თუ ბავშვს ფინანსური მდგომარეობის გამო სკოლის შეცვლა მოუწევს, ეს არც ისე კარგ კვალს დატოვებს მის ფსიქიკაზე. ამასთან,  ახალი მეგობრების შეძენა და ახალ გარემოში ადაპტაცია მოზარდისთვის არც ისე მარტივია.

2.ყურადღება გაამახვილეთ თქვენი ბავშვის ინტერესებზე. სკოლა სწორედ იმ პროგრამას სთავაზობს, რომელსაც შეუძლია თქვენს შვილს თავისი ნიჭის რეალიზებაში დაეხმაროს? თუ ასეა, მაშინ სკოლა სწორია თქვენი შვილისთვის.

3.სკოლის საქმიანობა და რეპუტაცია. რამდენად ახლოსაა სკოლის იდეოლოგია თქვენი ოჯახის წესებთან? იქნებ, მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრების მიუხედავად, სკოლის ადმინისტრაციისა და თქვენი მსოფლმხედველობები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ამავე თემაზე:

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისთვის 10 აპრილს დაიწყება

წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ

იხილეთ 2018 წლის სასკოლო არდადეგების განრიგი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: guidemehow.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური