როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?
ეროვნული გამოცდები 27 ივნისს დაიწყება. პირველი აპრილიდან კი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე – naec.ge, სარეგისტრაციო ფანჯარა გაიხსნება. აბიტურიენტები შინიდან გაუსვლელად, ონლაინ-რეჟიმში შეძლებენ დარეგისტრირებას. ეს პროცესი სამი კვირის განმავალობაში გაგრძელდება. ეროვნული გამოცდები კი 27 ივნისს დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდა ფაკულტეტების არჩევითობის პრინციპიც. არჩევანში შეუზღუდავ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ ფაკულტეტები გამოცდების შედეგის შემდგომაც შეცვალონ.
‘’news.edu.aris.ge’’-თან საუბარში გამოცდები ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებს არანაირი პროცედურების გავლა არ ესაჭიროებათ.
მაია მიმინოშვილი: ’’ სავარაუდოდ, კვირის ბოლოდან საინფორმაციო ბროშურას ავტვირთავთ და აბიტურიენტები დეტალურად გაეცნობიან. ჩვენს საიტზე რეგისტრაციის ფანჯარა გაიხსნება და რეგისტარციას ელექტრონულად გაივლიან. სავალდებულო ველები, რაც უნდა შეავსონ, მითითებულია. ინფორმაციას საჯარო რეესტრიც გვაწვდის. პიროვნების ვინაობის დაზუსტება ხდება. რეგისტრაციის გავლა მარტივია. მით უმეტესს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებს მხოლოდ ჩასაბარებელი, დამატებითი საგნის მითითება მოუწევთ. რეგისტარციის დასრულებამდე მათ საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთონ . რაც შეეხება, ფაკულტეტებს და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, ამისთვის საკმაოდ დრო აქვთ და გამოცდების შედგების შემდეგაც შეუძლიათ საბოლოო არჩევანის დაფიქსირება. როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების საკუთარ შედეგებს იხილავენ. დრო ნამდვილად ექნებათ. სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ ნახევრამდე.’’
რეგისტრაციის გავლისას შეცდომის დაშვება გამორიცხულია, რადგან სისტემას ამის საშუალებას არ მისცემს. ‘’ შეტყობინებას მიიღებენ, რომ ასეთი პირადი ნომერი რეესტრში არ მოიძებნა და კიდევ ერთხელ გაასწოროთ. ძალიან მარტივია რეგისტარციის გავლა.’’ – ამბობს მიმინოშვილი.
შეგახსენებთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2013 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
ასეთი სისტემა აბიტურიენტს რეალისტური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, – ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, რომელსაც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეცვლის.
პარალელურად, მეორადი ჩარიცხვები გააუქმეს.
შეიცვალა გრანტების განაწილების სისტემაც. ყველა ფაკულტეტზე თანადაფინანსების პრინციპი გავრცელდება. შესაძლებელი იქნება 70%-50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. ხოლო 30%-იანი გრანტი გააუქმეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაიზარდა პრიორიტეტული ფაკულტეტების რაოდენობა. 17 ფაკულტეტს სახელმწიფო დააფინანსებს.
აგრონომია,ვეტერინარია, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია (საქართველოს ისტორიის სპეციალიზაციით), ფილოლოგია ( საქართველოს ფილოლოგიის სპეციალიზაციით), ფილოსოფია, არქიტექტურა – ეს იმ სპეციალობების ჩამონათვალია, რომელთა არჩევისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, სტუდენტი უფასოდ ისწავლის.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება