როგორ გავხდე მასწავლებელი – 4 ნაბიჯი
ბავშვობაში, ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გითამაშიათ “მასწავლებლობანა”, განსაკუთრებით კი გოგონებს. პატარებისთვის მასწავლებლის ტყავში შეძრომა და ამ პროფესიის საკუთარ თავზე მორგება ცხადია, ადვილია, თუმცა ყველა ვიზრდებით და ვაკეთებთ არჩევანს-რა პროფესიას გავყვებით და განვახორციელებთ თუ არა ღრმა ბავშვობის ოცნებებსადა გეგმებს.
როგორ გავხდეთ მასწავლებელი:
Aris.ge-განათლება გრძელ გზას, აბიტურიენტობიდან მასწავლებლის სტატუსით საკლასო ოთახამდე, თქვენთან ერთად გაივლის.
პირველი ნაბიჯი:
თუ თქვენ გადაწყვიტეთ გახდეთ მასწავლებელი, პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ, რომელი სასწავლებლები გთავაზობენ შესაბამისი განათლების მიღებას.
უმაღლესები 2 სახის არჩევანს გვთავაზობენ:
1. ბაკალავრიატი დაწყებითი კლასების მასწავლებლობის მსურველებისთვის;
2. “მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა”-ყველა სხვა საგნის მასწავლებლობის მსურველებისთვის. (აღნიშნული პროგრამის გავლა მსურველებს შეუძლიათშესაბამისი სპეციალობის ბაკალავრიატის პარალელურად, დამატებით კრედიტებად ან მისი დასრულების შემდეგ).
პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, გადაწყვიტეთ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობა? – აბარებთ შესაბამის სპეციალობაზე. გთავაზობთ იმ უმაღლესების სიას, სადაც ამ სპეციალობის შესწავლას შეძლებთ:
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-პედაგოგიური ფაკულტეტი
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-განათლების ფაკულტეტი
• გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი-განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
• იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი-განათლების ფაკულტეტი
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
• რუსთავის უმაღლესი განათლებლის აკადემია-განათლების ფაკულტეტი
• ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი-საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი
• სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი-განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც სხვა საგნების სწავლება სურთ, სწორედ მათთვისაა მასწავლებლის მომზადების პროგრამა. ამ უკანასკნელს სტუდენტი, როგორც აღვნიშნეთ, სასურველი სპეციალობის ბაკალავრიატის სწავლის დროს, დამატებით კრედირებად ან სწავლის დასრულების შემდეგ გადის. Aris.ge-განათლებამ გაარკვია, რომმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას საქართველოს მასშტაბით სულ 10 უმაღლესი სასწავლებელი გვთავაზობს:
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
• გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
• სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
• სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ბათუმის ხელოვნები სსასწავლო უნივერსიტეტი
მოთხოვნა პედაგოგის სპეციალობის დაუფლებაზე დაბალია, შესაბამისად, არც კონკურენციაა დიდი, თუმცა 2013 წლიდან 4 უმაღლესში განათლების ფაკულტეტი უფასო გახდა, რის შემდეგაც მოთხოვნა, გასულ წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. ეს კი იმ უმაღლესების სიაა, სადაც 2014-2015 სასწავლო წელს შეძლებთ ჩაირიცხოთბაკალავრიატზე, დაწყებითი განათლების მიმართულებით და სწავლების საფასურს სახელმწიფო სრულად დაგიფინანსებთ:
• ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• თელავისიაკობგოგებაშვილისსახელობისსახელმწიფოუნივერსიტეტი
• აკაკიწერეთლისსახელმწიფოუნივერსიტეტი
პირველი ეტაპი გავლილია, უკვე გავარკვიეთ სად და რა პირობებში შევძლებთ სწავლას. ახლა შეგვიძლია მეორე ეტაპზე გადავიდეთ.
მეორე ნაბიჯი-მისაღები გამოცდები:
განათლების ფაკულტეტზე სულ 4 გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ, ესენია:უნარები;ქართული ენა და ლიტერატურა;უცხო ენა და არჩევითი საგანი.
მესამე ეტაპზე გადასვლამდე უნდა გამოვტოვოთ სწავლის პერიოდი, რომელიც 100%-ით თქვენზეა დამოკიდებული და წარმატებული კარიერის მთავარი საფუძველია. ჩვენ კი გზა მასწავლებლობისკენ განვაგრძოთ, რა ხდება უმაღლესის დამთავრების შემდეგ.
მესამე ნაბიჯი:
ნებისმიერი დამქირავებლისთვის და მათ შორის სკოლის დირექტორისთვის სასურველია გარკვეული გამოცდილების მქონე კადრი. ამ კუთხით საქართველოში დანერგილიაპროგრამა, რომელიც ინიციატორთა განმარტებით, პრაქტიკის გავლასთან ერთად დასაქმების შანსების გაზრდასაც გიქადით. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ, რომ მესამე ეტაპი “მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამით” დაიწყოთ, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ. პროგრამაში ჩართვა კონკურსის შედეგად შეგიძლიათ, რომელიც გასული წლებისგან განსხვავებით წელს ზაფხულში გამოცხადდება. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსის გამოცხადების შემდეგ რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ისინი გასაუბრებას სხვადასხვა სკოლებში გაივლიან.
მაძიებლობის პერიოდის დასაწყისში მაძიებელი ესწრება მენტორის (პედაგოგი, რომელიც ასწავლის მაძიებელს პროფესიულ უნარებს) გაკვეთილებს, აკვირდება საგაკვეთილო პროცესსა და მენტორის პედაგოგიურ უნარებს, სწავლების სტრატეგიებსა და კლასის მართვის სტილს. პარალელურად ეცნობა და განიხილავს პროფესიულ ლიტერატურას. მენტორთან ერთად, აკეთებს რეფლექსიას, სწავლობს სასწავლო პროცესის მართვას და ეტაპობრივად ერთვება საგაკვეთილო პროცესში, აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროგრამის დასასრულს მაძიებელი დამოუკიდებლად ატარებს რამდენიმე სადემონსტრაციო გაკვეთილს, რომელსაც აფასებს მენტორი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი: დირექტორი ან სასწავლო ნაწილი.
მენტორთან და სკოლასთან თანამშრომლობის პარალელურად, მაძიებელი თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთანაც, ესწრება პროფესიული განვითარების ტრენინგებს, სემინარებს, ქმნის მასწავლებლის პორტფოლიოს და სხვა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც პროგრამის დასრულების შემდეგ მაძიებელი ან იმავე სკოლაში, ან სხვა სკოლაში პირდაპირ აგრძელებს მუშაობას,რადგან პროგრამით მიღებული გამოცდილება მას ამის საშუალებას აძლევს.
ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია ნინო კურცხალია, რომელმაც მუშაობა სწორედ მაძიებლობის პროგრამის საშუალებით დაიწყო და დღესდღეობით საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ეწევა.
ნინო კურცხალია, გერმანული ენის პედაგოგი: “მე განაწილებული ვიყავი 52-ე საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელს. პროგრამის დასრულების შემდეგ გამოჩნდა ვაკანსია, საათები და დამიკავშირდნენ, გასაუბრება გავიარე და დავიწყე მუშაობა. ძალიან გამიხარდა, მაძიებლობის პროგრამიდანაც მქონდა გაკვეთილების დამოუკიდებლად ჩატარების პრაქტიკა და დღესაც ამ სკოლაში ვმუშაობ.”
მაძიებლობა მასწავლებლობის მსურველებისთვის კარიერულ წინსვლაში მხოლოდ პირველი ეტაპია. პედაგოგებს პროფესიული განვითარება სხვადასხვა ტრენინგების საშუალებითაც შეუძლიათ. გარდა ამისა, თითოეული მათაგნი საკუთარ კომპეტენციებს დღესდღეობით სასერტიფიკაციო გამოცდებით ადასტურებს. თუმცა უახლოეს მომავალში ეს უკანასკნელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მოექცევა და შედარებით სხვა დატვირთვას შეიძენს. სასერტიფიკაციო გამოცდა დარჩება, როგორც პედაგოგის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი და უფრო მეტი აქცენტი მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაზე გაკეთდება.
მეოთხე ნაბიჯი:
ეს ეტაპი ნებისმიერი სპეციალობის წარმომადგენლისთვისშესაბამისი განათლების მიღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Aris.ge-განათლებამ გაითვალისწინა იმ დამწყები პედაგოგების ინტერესიც, რომლებმაც “მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამის” გავლა ან ვერ მოახერხეს, ან მისი გავლის შემდეგ დროულად ვერ დასაქმდდნენ, აღნიშნულის გათვალისწინებით გთავაზობთ ვებგვერდებს, რომლებზეც სხვადასხვა სკოლები ვაკანსიებს აცხადებენ:
edu.aris.ge; teacherjobs.ge; directory.ge; hr.ge; myjobs.ge; jobgeo.com; jobs.ge; jobs24.ge; staff.ge
ჩვენ შევეცადეთ მოგვეწოდებინა ის პირველადი ინფორმაცია, რომელიც მასწავლებლის კარიერისკენ გზას გაჩვენებდათ. იმედია, მცირედით მაინც დაგეხმარეთ და სამომავლოდ ჩვენს სკოლებს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი პედაგოგი შეემატება. Aris.ge-განათლება კი წარმატებებს გისურვებთ და გგულშემატკივრობთ.
ნინო არის© თაბუკაშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება