როგორ მიიღებს წლიურ ქულას მოსწავლე, რომელსაც ბევრი გაცდენა აქვს და როგორ შეფასდება სსსმ მოსწავლე – ბრძანება
2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საათების გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეები შემაჯამებელი-კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან.
შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. 21 მაისს ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა კი იქნება საგნის წლიური ქულა.
„2020-2021 სასწავლო წელს საბაზო-საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი-კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
რაც შეეხება სსსმ მოსწავლეებს, მათთვის ასევე მოქმედებს პირობები, რომელიც 2020-2021 ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული. შესაბამისად ბრძანების მიხედვით, შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.
მსგავსი ინფორმაცია:
განათლების სამინისტრო მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ ახალ რეგულაციებზე განმარტებას აკეთებს
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება