GE

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა – 23 აპრილი წიგნის მსოფლიო დღეა

23 აპრილი – წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი “იუნესკომ” უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის მსოფლიო დღე არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის აუცილებლობა შევახსენოთ.

როგორც ყოველთვის, ეს დღესასწაული წიგნის კითხვისადმი სიყვარულის გაღრმავებასა და წაკითხული წიგნისგან მიღებული სიამოვნების, შთაბეჭდილებების გაზიარებას ისახავს მიზნად.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?

ბრიტანული გამოცემა “theguardian” ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა აპრობირებულ მეთოდებს გვთავაზობს.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, დაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეები წიგნებით სხვადასხვანაირად უნდა დავაინტერესოთ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში შესაძლებელია, დაინტერესება ნახატებიანი წიგნებით გამოვიწვიოთ, რომლებიც საშუალებას აძლევს პატარას დახატოს და გააფერადოს მისთვის საყვარელი ზღაპრის გმირი. სწავლის დაწყებით საფახურზე კი მოსწავლეებს სიამოვნებთ ერთმანეთში მოთხრობების წიგნების გაცვლა და დისკუსია მათი საყვარელი ნაწარმოებების ირგვლივ. სწავლის საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ შეარჩიონ ამ წლის სამი საუკეთესო წიგნი, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოეწონათ იმ წიგნებიდან, რაც წაიკითხეს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ორგანიზება გაუკეთონ მათი საყვარელი წიგნების ჩამონათვალს ყოველწლიურად.

იმასათვის, რომ ბავშვს წიგნის კითხვა შეუყვარდეს შეგვიძლია სხვადასხვა აქტივობები გამოვიყენოთ. მაგალითად: ამონაჭრების დასაწებებელი ალბომის გაკეთება, წაკითხული წიგნის შინაარსის პრეზენტაციის მოწყობა (power point პრეზენტაციის სახით), ცოდნის შესამოწმებელი კითხვარის გაკეთება, თამაში, სადაც მოსწავლემ უნდა გამოიცნოს წიგნის მოქმედი გმირები და უამრავი სხვა აქტივობა.

რჩევები მასწავლებლებს

 

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?... - წიგნის მსოფლიო დღე

იმისათვის, რომ გავამხნევოთ და სტიმული მივცეთ წიგნის კითხვისთვის, შესთვაზეთ მოსწავლეებს გააკეთონ წიგნის აფიშა. აფიშაზე მუშაობა მათ კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს განუვითარებს, რაც ეფექტური აფიშის გაკეთების პროცესში აუცილებელია. ეს სამუშაო მათ ინტერნეტში სწორად მუშაობისა და ძიების უნარებსაც განუვითარებს, ვინაიდან მათ საჭირო მასალის მოძიება დასჭირდებათ.

თუ გსურთ წიგნის დღესთან დაკავშირებით საკლასო ოთახი მორთოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი ასოებით დაწერილი სიტყვები “წიგნის კითხვა,” ან გაფორმებული ბენერი.

და ბოლოს, იმისათვის რომ მოსწავლეებს კითხვის სურვილი გაუჩნდეთ, დაეხმარეთ მათ და მიეცით რჩევა რომელი წიგნი წაიკითხონ ასაკის შესაბამისად.

წყარო: theguardian.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური