GE

როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ 2022 წლის საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდისთვს – რეგისტრაცია დაიწყო

საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

რეგისტრაციის გავლამდე გაეცანით გზამკვლევს მაგისტრანტობის მსურველებისათვის.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფო სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე აფინანსებს მხოლოდ ერთხელ.

რეგისტრაციის გავლამდე მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

რეგისტრაციის გავლამდე გაეცანით ცნობარს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის.

2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  1. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  2. ვებგვერდზე  epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი – იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია;
  3. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით –ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი – იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში ვერ გავლენ ეროვნულ გამოცდაზე მასწავლებლები, აბიტურიენტები და სტუდენტები – პრემიერის ბრძანება და „ნაეკის“ ახალი ვალდებულება

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური