GE

როგორ უნდა მიიღოთ ინფორმაცია რამდენი ადგილია კონკრეტულ უფასო ფაკულტეტზე – სამინისტროს განმარტება

2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია, თუმცა არ გამოქვეყნებულა ადგილების რაოდენობა, რომელიც კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში, კონკრეტულ პროგრამაზეა გამოყოფილი.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული განმარტებიდან ჩანს, მათი გამოქვეყნება არც იგეგმება და აბიტურიენტმა ინფორმაცია კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დახმარებით უნდა მიიღოს.

“გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვითაა დალაგებული. საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს”, – წერია უწყების მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტრო აბიტურიენტებისთვის იმ უნივერსიტეტების ინტერნეტსაიტებსაც აქვეყნებს, სადაც უასო ფაკულტეტებია შეთავაზებული:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი www.iliauni.edu.ge
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.atsu.edu.ge
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sou.edu.ge
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sjuni.edu.ge
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.gu.edu.ge
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.zssu.ge

აქვე შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილებას აბიტურიენტები სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის ჩათვლით შეძლებენ, თუმცა ჯერ უცნობია როდისთვის გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები და შესაბამისად რომელ რიცხვამდე ექნებათ მათ ცვლილების განხორციელების უფლება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური