როგორ ვიმუშაოთ სიცხეში?
სამუშაოს იდეალური გრაფიკი ეს არის „სიესტა“ დღისით. მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, აუცილებელია დაფიქრდეთ საათობრივ შესვენებებზე. უკრაინის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორმა იური კუნდიევმა ისაუბრა თუ როგორ უნდა იმუშაონ ადამიანებმა სიცხის დროს.
„სიცხის დროს უმჯობესია ადამინმა იმუშაოს დილას და საღამოს, როცა გრილა, ხოლო შუადღეს, როცა სიცხის პიკია აუცილებლად უნდა შეისვენოს. ეს ე.წ. „სიესტაა“, მსოფლიომ ამის შესახებ უკვე კარგად იცის, ვიმედოვნებ, რომ ჩენმა მოქალაქეებმაც იციან“ – განაცხადა მან.
მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო პირობებისთვის კომფორტულად ითვლება ტემპერატურა 18-დან 24 გრადუსამდე. თუ ის უფრო მაღალია, შრომისუნარიანობის გაუარების გარდა ადამიანის ჯანმრთელობასაც გარკვეული საფრთხე ექმნება.
რეალურად, ჭარბოფლიანობის გამო ირღვევა წყლისა და მარილის ბალანსი ორგანიზმში, რის შედეგადაც გულ-სისხლძრღვთა პრობლემები წარმოიშობა. გარდა ამისა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნეგატიურად მოქმედებს ტვინის მდგომარეობაზე და ასევე ცუდად აისახება ფსიქიკაზე.
როგორც პროფესორმა კუნდიევმა განაცხადა, რისკის ზონაში პირველ ადგილზე არიან ე.წ. ცხელი საამქროების მუშები, ამიტომ მეტალურგიულ და სხვა მსგავსი ტიპის საწარმოებს აქვთ აუცილებლობა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის, რაც ითვალისწინებს სამუშაო პერიოდში შესვენებებს.
გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის დროს, თანამშრომლები უზურნველყოფილნი უნდა იყვნენ გაზირებული, მტკნარი წყლის საკმაოდ დიდი რაოდენობით, რადგან ფიზიკური დატვირთვისას ადამიანი კარგავს 3-4 ლიტრამდე სითხეს. კითხვაზე, თუ რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო შესვენებების მოწყობა იმისათვის, რომ შრომისუნარიანობა არ დავარდეს, აკადემიკოსმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია შრომის პირობებზე, გარემოს ტემპერატურაზე და ფიზიკურ დატვირთვაზე.
„მაგალითად არის ისეთ სამუშაოები, სადაც შესაძლებელია მხოლოდ ნახევარი საათი შრომა და შემდეგ შესვენება, ასეთია მეტალურგიულ ქარხნებში არსებული სამუშაოები. ანუ, არავითარი კატეგორიული და ერთნაირი რეკომენდაცია ყველასთვის არ არსებობს, ეს ინდივიდუალური საკითხია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე “ – განმარტა მან
წყარო: http://ubr.ua
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო