GE

როგორ ვასწავლოთ და ვისწავლოთ სწრაფად კითხვა? – 5 ძირითადი ხერხი

სწრაფი კითხვა – ეს არის უნარი, რომელიც შესაძლებელია მარტივად გამოიმუშაოთ. თქვენ ამის გაკეთბა შეგიძლიათ სპეციალური ”სოფთის” გამოყენებით ან სწრაფი კითხვის კურსებზე მისვლით. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ იმ 5 ძირითად ხერხზე, რომელიც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

შეწყვიტეთ უხმოდ სიტყვების გამეორება

ბევრს კიდევ უფრო საშინელი ჩვევა აქვს: კითხვის დროს ტექსტის ხმამაღლა გამოთქმა. ეს კითხვის პროცესს უფრო ძალიან აფერხებს, ვიდრე წაკითხულის გონებაში, უხმოდ გამოთქმა. სუბვოკალიზაცია – ეს არის ჩვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს. კითხვისას, ჩვენ თითქოს ყველა სიტყვა ტვინით ”გვესმის”. ეცადეთ გადაეჩვიოთ ამას და თქვენი კითხვის სისწრაფე გაიზრდება რამოდენიმეჯერ! ამისათვის კი პირველ რიგში უნდა გამორთოთ ტექსტის თავში წართმოთქმის მექანიზმი. კითხვის დროს გამოიყენეთ საღეჭი რეზინი, ან სცადეთ ჭამა.

მოერიდეთ ”უკან დაბრუნებას”

როცა ჩვენ ვკითხულობთ, ხშირად შეიძლება დავბრუნდეთ უკან და შევჩერდეთ იმ ადგილას, რომელიც ახლახანს წავიკითხეთ. ეს საკმაოდ გვაფერხებს. სამწუხაროდ, ამ ჩვევისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება არის – აღიარება იმისა, რომ თქვენ ამას ნამდვილად აკეთებთ და დააფიქსიროთ ეს მომენტი, როცა ასე იქცევით.

თვალი ადევნეთ ტექსტს

სწრაფი კითხვის ერთ-ერთი შესანიშნავი ხერხია – “meta guiding” (ტექსტისთვის თვალის დევნება). გახსოვთ, სკოლაში ტექსტის კითხვისას, როგორ აყოლებდით თითს ან საწერ კალამს ტექსტს, ან უბრალოდ თავის მოძრაობით ადევნებდით თვალს? დიახ, ეს მეთოდი, სერიოზულად ზრდის ტექსტის კითხვის სისწრაფეს. არ დაგავიწყდეთ, რომ კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ თითოეულ სიტყვაზე, თუკი გინდათ, რომ დაიმახსოვროთ მიღებული ინფორმაცია.

სწრაფ კითხვას სინამდვილეში ყველა ვერ ახერხებს. ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია გადაამუშაოს წაკითხული ინფორამაციის უდიდესი ნაწილი, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ეს არ შეუძლიათ. თუ თქვენ დაინტერესდით, მიეცით სწრაფ კითხვას შანსი, მაგრამ ნუ განაწყენდებით, თუ არ გამოგივათ, რადგან არსებობს სხვა ვარიანტებიც:

გამოტოვეთ ის ნაწილები, თუნდაც მთლიანი თავები – რომლებიც არ გჭირდებათ

კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ხელს შეგიწყობთ გაზარდოთ კითხვის სიჩქარე – ეს არის არასაჭირო ინფორმაციის გამოტოვება. ერთხელ, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, არტურ ჯეიმს ბალფურმა თქვა: ”ადამიანს შეუძლია სანახევროდ კითხვა, თუკი არ იყენებს არასაჭირო ტექსტის გამოტოვების ხერხს”.
ეს ხერხი სწრაფად კითხვის შესაძლებლობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს, და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საუკეთესო ხერხი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, ის გამოსადეგია მეცნიერთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამა თუ იმ წიგნის კონკრეტული ნაწილით, რომლის გამოყენებაც ხელს უწყობს დროის ეკონომიას. პროფესორი დევიდ დევისი საუბრობს ეფექტური ”სქიმინგის” თავისებურ სტრატეგიაზე:

1. დაიწყეთ შესავალით ან წინასიტყვაობით. ყურადღებით წაიკითხეთ ისინი იმისათვის, რომ გაიგოთ რაში მდგომარეობს წიგნის მთავარი აზრი და სად არის თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

2. წაიკითხეთ ბოლო თავი ან ბოლოთქმა.

3. მიყევით ყველა თავს და წაიკითხეთ პირველი და ბოლო პარაგრაფები.

ცხადია, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ ყველა წიგნის კითხვისას. ამას არც ჩვენ გირჩევთ. ”სქიმინგი” ყველაზე ეფექტურია გამოიყენოთ იმ წიგნებთან მიმართებაში, რომელთა სრულად წაკითხვაში დაინტერესებული არ ხართ ან უბრალოდ გინდათ გაეცნოთ. ასევე იმ შემთხვევაში, როცა თქვენთვის კონკრეტული ინფორმაცია გაინტერესებთ ან გინდათ წიგნის ზოგადი შინაარსის გაგება, იმისათვის, რომ მომავალში სრულად წაიკითხოს ის.

უსმინეთ აუდიოწიგნებს, როცა არ შეგიძლიათ წაკითხვა

როცა მგზავრობთ, ამზადებთ სადილს ან სპორტით ხართ დაკავებული, ან თუნდა სხავ რაიმე შემთხვევის გამო ვერ კითხულობთ, მოუსმინეთ აუდიო წიგნებს. ეს დროის ეფექტურად გამოყენების შესანიშნავი საშუალებაა.

წაიკითხეთ ერთდოულად რამოდენიმე წიგნი

გასულ წელს საინტერესო ცდა ჩაატარა მასწავლებელმა – ჯეფ რაიანმა, რომელმაც მიზნად დაისახა 366 წიგნის წაკითხვა ერთი წლის მანძილზე, ანუ დღეში ერთი წიგნი. ასეთი მიზანი არარეალური ჩანს, მაგრამ თუ გაეცნობით, როგორ მიაღწია ამ მიზანს რაიანმა, მიხვდებით, რომ შესაძლებელია:
იდეა, დღეში ერთი წიგნის სრულად წაკითხვის მალევე ჩავარდა. ჯეფს ისეთი დღეებიც ჰქონდა, რომ სრულად საქმით იყო დაკავებული და ერთი წუთიც არ ჰქონდა წიგნისთვის რომ მოეცალა. საბოლოოდ მან გამოიყენა პარალელური კითხვის მეთოდი და შედეგად შეძლო შეესრულებინა თავისი რთული ”ჩელენჯი”.

რა თქმა უნდა, ჯეფმა ერთდროულად რამოდენიმე ტაქტიკა გამოიყენა, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ. რამოდენიმე წიგნის ერთდროულად კითხვის ხერხი გულისხმობს, რომ თქვენ შეგიძლიათ განასხვავოთ წაკითხული მასალა ერთმანეთისგან და ინფორმაცია ფაფასავით არ ირევა თქვენს გონებაში. თუკი ამ უკანასკნელ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ მოახდინეთ მეთოდის ადაპტირება თქვენში: წაიკითხეთ ერთდროულად სხვადასხვა ჟანრის და ფორმატის წიგნები (მაგალითად: კომიქსი, რომანი და აუდიოწიგნი).

უარი თქვით წიგნებზე, რომლებიც თქვენთვის არ ”მუშაობს”

ეს რჩევა ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა ვეცდებით განგიმარტოთ. თუკი თქვენ წაიკითხეთ წიგნის რამოდენიმე თავი, ხოლო კითხვისგან ვერც სიამოვნებას და ვერც სარგებლობას ვერ გრძნობთ, უბრალოდ შეეშვით ასეთი წიგნის კითხვას. დაფიქრდით, რატომ არ გგვრით კითხვა სიამონებას – ეს უბრალოდ თქვენთვის შეუფერებელი წიგნია შეუფერებელ დროს? თუკი ასეა, მაშინ გადადეთ ის შესაფერისი დროისთვის. ვინმემ გირჩიათ ეს წიგნი და თქვენ არ მოგწონთ? – დააბრუნეთ წიგნი, გააჩუქეთ ან ჩააბარეთ ბიბლიოთეკაში. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს ისეთ წიგნებზე, რომლებიც არ მოგწონთ.

რეზიუმე

შეარჩიეთ წიგნები, რომელთა წაკითხვაც გსურთ. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებით და ნაკლები დროის ხარჯვით თქვენ შეძლებთ ყველა მათგანის წაკითხვას. უბრალოდ შეუდგინეთ საკუთარ თავს კითხვის მეთოდი თავისი გრაფიკით და დაიწყეთ!

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური