GE

როგორი იქნება რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია, რომელსაც ორ საჯარო სკოლას გადასცემენ

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ორი საჯარო სკოლისთვის რეალურ-ვირტუალურ ლაბორატორიას ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 3 აგვისტოს დასრულდა.

საბუნებისმეტყველო ხასიათის რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის სახელმწიფო შესყიდვა ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლისა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორის საჯარო სკოლებისთვის უნდა განხორციელდეს. მსგავსი  ლაბორატორიების არსებობა სასკოლო სივრცეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საინტერესოა რა ძირითადი მახასიათებლები ექნება ნოვატორულ პროდუქტს.

პროდუქტის მიმწოდებელი კომპანია საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან მინიმუმ 4 სამუშაო შეხვედრას ჩაატრებს (დისტანციურად), სადაც დეტალურად იქნება ახსნილი რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების მოხმარებისა და გამოყენების წესები და ინსტრუქციები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის, ძირითადი მახასიათებლებია:

საბუნებისმეტყველო რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს ორგვარი ფუნქცია: იმუშაოს, როგორც ვირტუალურ გარემოში, ასევე სათანადო კომპონენტების და სენსორების არსებობის შემთხვევაში რეალურ გარემოშიც. რაც იმას გულისხმობს, რომ რეალურ ვითარებაში ცდების ჩატარებისას, მონიტორზე აისახოს მოცემული ცდის თანმხლები უხილავი მოვლენების ვიზუალიზაცია.

თანამედროვე ციფრული ლაბორატორიებისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ გრაფიკების ასაგებად და ცხრილების შესადგენად არის განკუთვნილი, სადაც არ ჩანს მოვლენის ფიზიკური შინაარსი, აღნიშნული ლაბორატორიის ძირითად განმასხვავებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს სწორედ ფიზიკური მოვლენების წინა პლანზე წამოწევის უნარი. ლაბორატორიამ საშუალება უნდა მისცეს მომხმარებელს პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გააანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები.

საბუნებისმეტყველო რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის ტექნიკური სპეციფიკაციები და აუცილებელი მეთოდური მახასიათებლები:

1.ვირტუალური ლაბორატორია უნდა მუშაობდეს ოფლაინ რეჟიმში, ის მიმწოდებლის მიერ იტვირთება შემსყიდველის კომპიუტერებში;

2. ლაბორატორიას ასევე უნდა ჰქონდეს წვდომა პლანშეტების ან მობილური ტელეფონის ისეთ სენსორებთან, როგორიცაა გიროსკოპი, აქსელომეტრი, ლუქსმეტრი და მაგნიტომეტრი;

3. ლაბორატორიის პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადი უნდა იყოს ოპერაციულ სისტემებთან „windows 7 – 10”-თან;

4. უნდა შეიცავდეს კვლევაზე დაფუძნებულ ექსპერიმენტების განსახორციელებელ რესურსებს და სიმულაციებს;

5. რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია უნდა იძლეოდეს ინტერაქტიული მონაწილეობის საშუალებას ექსპერიმენტის ჩატარების დროს. მომხმარებელს უნდა შეეძლოს ლაბორატორიული ხელსაწყოებით მანიპულირება კვლევის განმავლობაში.

6. რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია შესაბამისობაში უნდა იყოს 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან;

7. რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია უნდა შეიცავდეს საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მინიმუმ 120 პროგრამულ უზრუნველყოფას/ საკითხს; რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის თემატური ნაწილი: რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას,

მომხმარებელმა უნდა  ჩაატაროს შემდეგი თემატიკის ცდა-ექსპერიმენტი:

1. ჰიდროსტატიკური წნევა 2. ელექტრული დენი ელექტროლიტებში 3. ფოტოეფექტის მოვლენა 4. ელექტრომაგნიტური ინდუქცია 5. ამპერის ძალა 6. ინდუქციური კოჭა, ცვლადი დენის წრედში 7. წინაღობის დამოკიდებულება გამტარის სიგრძეზე 8. დახრილი სიბრტყე 9. ძაბვის გამყოფი 10. ოპტიკური მიმღებ-გადამცემი 11. მოდულაცია 12. ელექტრული დენი ნახევარგამტარებში 13. ნახევარგამტარული დიოდი 14. ნახევარგამტარული ლაზერი 15. ტრანზისტორი 16. ბგერის სიჩქარის გაზომვა 17. მათემატიკური ქანქარა 18. ბგერები და ტალღები 19. მათემატიკური ქანქარას გამოკვლევა კადრირებით 20. ქიმიური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური