როგორია ეროვნული გამოცდების მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცედურა – „ნაეკის“ პასუხი
2021 წლის აბიტურიენტები, რომლებმაც უკვე დაასრულეს საგამოცდო პროცესი შედეგების გამოცხადების მოლოდინში არიან. შედეგებს ელიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებიც, თუმცა ცნობილია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აბიტურიენტების ქულებით დაიწყება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ 27 ივლისს განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ მათ თანამშრომელს კორონავირუსი უდასტურდება, ტესტების გასწორება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
,,გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს უკვე გასწორების პროცესი იმ სესიებისთვის, რომლებიც დამთავრდა. ორი გამსწორებელი ასწორებს თითოეულ ნაშრომს. იმ შემთხვევაში, თუ შეფასებაში იქნება განსხვავება, მესამე გამსწორებელი ერთვება ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების ნაწილი კოვიდის გამო ეთიშება პროცესს, ამის მიუხედავად ვაგრძლებთ ამ პროცესს. ყველა წესს ვიცავთ და საბედნიეროდ არც ერთი საგამოცდო ცენტრი არ გამხდარა ინფექციის გავრცელების წყარო”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რაც შეეხება ნამუშევრების გასწორების პროცედურას, როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პროცესი ელექტრონულად მიმდინარეობს, ხდება პასუხების ფურცლის სკანირება და კომპიუტერული პროგრამით გასწორებისთვის მომზადება.
,,ხდება პასუხების ფურცლების სკანირება და კომპიუტერული პროგრამით გასწორებისათვის მომზადება: საგამოცდო ნამუშევრები იყოფა ცალკეულ დავალებებად და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ გამსწორებელთა ჯგუფებს შესაფასებლად ეგზავნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ნაშრომების შეფასების ამგვარი პროცესი უზრუნველყოფს კონფიდენციალობის მაქსიმალურ დაცვას, რადგან გამსწორებლები ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი სპეციალური პროგრამით (eMarker) აფასებენ მხოლოდ კონკრეტულ დავალებებს და ვერ ხედავენ მთლიან ნაშრომს. აბიტურიენტების ნამუშევრები სხვადასხვა გამსწორებლის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სწორდება, ორჯერ. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვა, დავალება შესაფასებლად მესამე გამსწორებელს ეგზავნება”, – განგვიმარტეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება