რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და რამდენი ადგილია თითოეულზე – გამოცდები 2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. პირველ ივლისს, ზუსტად 09:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩატარდება. 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში არჩევითი საგნების მიხედვით გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, ყველაზე მეტი ადგილი, შარშანდლის მსგავსად, კვლავ ისტორიის ჩაბარების მსურველებისთვისაა გამოყოფილი, ყველაზე ცოტა კი – ხელოვნების.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ მონაცემებს ადგილების რაოდენობის შესახებ არჩევითი საგნების მიხედვით:
- გეოგრაფია – 7500-მდე ადგილი;
- ისტორია – 10 000-მდე ადგილი;
- მათემატიკა – 9000-მდე ადგილი;
- ბიოლოგია – 3500-ზე მეტი ადგილი;
- ლიტერატურა – 4000-მდე ადგილი;
- სამოქალაქო განათლება – 2000-ზე მეტი ადგილი;
- ქიმია – 2000-ზე მეტი ადგილი;
- ფიზიკა – 2000-მდე ადგილი;
- ხელოვნება – 700-ზე მეტი ადგილი.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ბოლო მონაცემებს თითოეულ საგანზე რეგისტრირებული აბიტურიენტების შესახებ:
- ისტორია აირჩია – 12500-მდე აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია აირჩია – 11500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა აირჩია – 7500-მდე აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია აირჩია – 5000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა აირჩია – 3500-მდე აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება აირჩია- 3000-მდე აბიტურიენტმა;
- ქიმია აირჩია – 2000-მდე აბიტურიენტმა;
- ფიზიკა აირჩია – 1000-მდე აბიტურიენტმა;
- ხელოვნება აირჩია – 500-მდე აბიტურიენტმა.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება