GE

რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მეტი აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე გავა. სავალდებულო საგანი რეგისტრაციის დროს 22 200-მდე აბიტურიენტმა აირჩია.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;

მათემატიკა – 12 900-მდე აბიტურიენტმა;

ბიოლოგია – 3000-მდე აბიტურიენტმა;

გეოგრაფია – 700-მდე აბიტურიენტმა;

ზოგადი უნარები – 4 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ლიტერატურა – 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია – 2300-მდე აბიტურიენტმა;

ფიზიკა – 200-მდე აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ჩამონათვალში არ გვხვდება ქართული ენა-ლიტერატურა და უცხო ენა, რადგან ამ საგნების ჩაბარება ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა.

ჩარიცხვების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, წელსაც სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა) წარმატებით ჩაბარებაა საჭირო.

ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა.

რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული მათგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი პირია რეგისტრირებული.

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2021

განახლებადი ინფორმაცია მისაღებ გამოცდებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური