GE

რომელ მასწავლებლებს შეეძლებათ სტატუსის მინიჭებისთვის განაცხადის გაკეთება – ვადები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებლის შეფასებისა და მასწავლებლისთვის სქემის განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადები განისაზღვრა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის ბრძანების თანახმად, განაცხადების შეტანა 2 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მასწავლებლისთვის სქემის განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების ელექტრონულ სისტემაში განთავსება მხოლოდ კლონკრეტული პედაგოგებისთვის იქნება შესაძლებელი.

ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ ვადაში სკოლებმა მასწავლებლის შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები უნდა განათავსონ მხოლოდ:

ა) პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის;

ბ) უფროსი და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს წარდგენილნი იყვნენ სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მაგრამ პროფესიული საქაღალდე დაუხარვეზდათ;

გ) უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის გავლილი ჰქონდათ გარე დაკვირვება, მაგრამ შეფასების ჯგუფების მიერ არ მოხდა მათი წარდგენა სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე;

დ) უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის აკმაყოფილებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის N102/ნ ბრძანებით დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებული არ ჰქონდათ 15 კრედიტქულა ან/და განხორცილებული არ ჰქონდათ ყველა სავალდებულო აქიტოვობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური