GE

რომელ პროფესიებს ირჩევენ ყველაზე ხშირად პროფესიული სტუდენტები – საშემოდგომო მიღების შედეგები

მზარეული, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა,  ბაგა – ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი, – ასე გამოიყურება ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სამეული, რომელ მიმართულებებზეც ყველაზე მეტი პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი სწავლობს.

EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე სახელმწიფო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ამ ეტაპზე საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში.

ჩვენ ეს სია ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით შევადგინეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.

როგორც აღმოჩნდა, 2018 წელს ყველაზე მეტი, 364 სტუდენტი, მზარეულის პროფესიას ეუფლება პროფესიულ სასწავლებლებში, შემდეგ მოდის ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, სადაც 315 სტუდენტი სწავლობს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერული პროგრამების ბევრი მიმართულება დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში, ამას მოწმობს ამ მიმართულებაზე ჩარიცხული სტუდენტთა რაოდენობა.

სასურსათო ტექნოლოგიებიდან მზარეულის პროფესია უდავოდ პოპულარულია, თუმცა არანაკლები რაოდენობის სტუდენტი სწავლობს ისეთ მონათესავე პროფესიებზე, როგორიცაა კულინარიის ხელოვნება და კონდიტერია.

მაშ ასე, გთავაზობთ, ყველაზე პოპულარული პროფესიების ათეულს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობების მითითებით.

მზარეული  – 364.

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა -315.

ბაგა – ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი -162.

მწვრთნელი (სახეობის დაკონკრეტებით) – 160.

თმისა და სილამაზის მომსახურება (თმის სტილისტი) -131.

ბუღალტრული აღრიცხვა -105.

კულინარიის ხელოვნება -102.

მცირე ბიზნესის მწარმოებელი – 98.

ბართენდერი (ტურიზმი) – 94.

საგზაო მშენებლობა – 71.

შემდეგ მოდის ეს პროფესიები: მასაჟისტის პროფესია 68 ჩარიცხული სტუდენტით,  კომპიუტერული ქსელი და სისტემები –  65 სტუდენტით, ვებ ინტერფეისის დეველოპერი – 65 სტუდენტით,  კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი – 62 სტუდენტით, პრაქტიკოსი ექთანი -59 სტუდენტით, სამთო საქმე – 53  სტუდენტით, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)  – 49 სტუდენტით, რკინიგზის ოპერირება – 49 სტუდენტით, ვებინტერფეისის დიზაინერი 47 სტუდენტით,  კონდიტერია – 44 სტუდენტით, მეფუტკრე – 44 სტუდენტით.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე ცოტა სტუდენტი მუსიკალური პროფესიის მიმართულებით ჩაირიცხა.

ასე გამოიყურება ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიების ხუთეული ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის მითითებით:

შემსრულებელ – ილუსტრატორი -1.

ვოკალური ანსამბლის და გუნდის მომღერალი – 6.

რძის გადამმუშავებელი – 6.

ფოტოგრაფია – 7.

მექანიკა – 8.

რომელი პროფესიული სასწავლებლები ლიდერობენ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობით

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური