GE

რომელი პროფესიული სასწავლებლები ლიდერობენ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობით

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე  სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სულ 4 890 სტუდენტი ჩაირიცხა.

EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე სახელმწიფო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ყველაზე მეტი, 640 სტუდენტი,  სსიპ საზოგადოებრივი  კოლეჯმა  ”ახალი ტალღა” მიიღო. აღნიშნულ კოლეჯში სტუდენტები ინჟინერიის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარული მეცნიერების, საერთაშორისო დარგების ან სპეციალობების მიმართულებით გადანაწილდნენ.

ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგ მოდის საზოგადოებრივი   კოლეჯი ”მერმისი”  – 381 სტუდენტით. ამ კოლეჯში სტუდენტები, ძირითადად, აგრარული მეცნიერებების, ინჟინერიის, ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო დარგების ან სპეციალობების მიმართულებით სწავლობენ.

რაც შეეხება სრულ სიას, რომელ პროფესიულ სასწავლებელში რამდენი სტუდენტი ჩაირიცხა, EDU.ARIS.GE -მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

სსიპ საზოგადოებრივი  კოლეჯი ”ახალი ტალღა” – 640.

საზოგადოებრივი   კოლეჯი ”მერმისი” – 381.

საზოგადოებრივი კოლეჯი ”იბერია” – 353.

საზოგადოებრივი კოლეჯი ”აისი” – 323.

საზოგადოებრივი კოლეჯი ”ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია” – 259.

პროფესიული კოლეჯი „იკაროსი”  – 230.

საზოგადოებრივი კოლეჯი ”სპექტრი” – 218.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – სენაკის ფილიალი – 209.

საზოგადოებრივი კოლეჯი ”ოპიზარი” – 205.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი – 203.

პროფესიული კოლეჯი განთიადი – 201.

პროფესიული კოლეჯი ”ბლექსი” – 185.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 170.

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ”გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” – 170.

პროფესიული კოლეჯი ”ჰორიზონტი” – 155.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 152.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ”ფაზისი” – 132.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი – 121.

პროფესიული კოლეჯი ”პრესტიჟი” – 97.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 85.

სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 69.

პროფესიული კოლეჯი ”თეთნულდი” – 62.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 55.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი – 54.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი – 53.

პროფესიული კოლეჯი ”ლაკადა”  – 44.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 25.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 21.

პროფესიული კოლეჯი ”ერქვანი” – 11.

ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი – 7.

მომდევნო მასალაში შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას, რა მიმართულებებია შემოდგომის ჩარიცხვების თანახმად ყველაზე პოპულარული და ძირითადად რა პროფესიას ირჩევენ პროფესიული განათლებით დაინტერესებულები.

პროფესიული განათლება

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური