აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი APAIE 2025-ზე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „Education in Georgia“ ფარგლებში.
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას APAIE 2025 აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაცია უწევს ორგანიზებას და მისი მიზანია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუციების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა. წელს გამოფენაში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს,საერთაშორისო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტის ისტორიასა და მის საერთაშორისო თანამშრომლობებზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები შესთავაზოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი