რამდენი იქნება თანამშრომელთა ანაზღაურება სახელმწიფო ენის დეპარტამენტში – პრემიერ-მინისტრის განკარგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულებით, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა, დადგინდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგოების ოდენობები.
აღნიშნული განკარგულებით, სულ, (შტატიან თანამშრომელთა) წლიური შრომის ანაზღაურებისთვის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტში განსაზღვრულია 622000 ლარი.
იხილეთ საშტატო ნუსხა და ხელფასები თანამდებობების მიოხედვით:
ინფორმაცია საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ
ირაკლი კობახიძის განკარგულება ძალაშია 2025 წლის 1-ელი მაისიდან.
კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შემდეგი ფუნქციები: “სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებია: სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისთვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება; რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების მიზნით; სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა სახელმწიფო ენის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენისათვის”.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე