GRUNI-ს სტუდენტები საერთაშორისო ვებინარში „ფრანკოფონიის ფერები“
2025 წლის 25 მარტს გრუნის სტუდენტები მონაწილეობდნენ ფრანკოფონიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ვებინარში – „ფრანკოფონიის ფერები“.
ვებინარზე სტუდენტებმა მოისმინეს მსოფლიო ფრანკოფონიის ცნობილი წარმომადგენლების გამოსვლები და გაეცნენ საქართველოს ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის განკუთვნილ პროგრამებსა და სტიპენდიებს.
ვებინარის ბოლოს მონაწილეებმა უპასუხეს ინტერაქტიულ კითხვარს ფრანგული ენისა და ფრანკოფონი ქვეყნების ცივილიზაციისა და კულტურის ცოდნის შესამოწმებლად.
კონკურსის შედეგებით პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს გრუნის სტუდენტებმა: ირინა ნასყიდაშვილმა, ნიკოლოზ ბარბაქაძემ და სალომე ონეზაშვილმა.
ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.
ვულოცავთ ჩვენ სტუდენტებს კიდევ ერთ წარმატებას!
-
GRUNI-ში, TESOL პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სკოლის ლიდერებისთვის პროფესიული განვითარების ონლაინტრენინგი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-მ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი