დოკუმენტების წარდგენა დაიწყო – პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 30 აპრილს სრულდება
დღეს, 24 მარტს, დაიწყო 2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის მონაწილეთა დოკუმენტების წარდგენის პროცესი.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანახმად, პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2025 წლის 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.
ცნობისთვის, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025 წლის 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
რაც შეეხება დოკუმენტებს:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.
ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.
ამავე თემაზე:
პირველკლასელთა რეგისტრაციის ყველა ეტაპი – 2025-2026 სასწავლო წელი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ლიტერატურაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როდის და როგორ წყვეტს გამოცდების ცენტრი ტესტის რომელი ვარიანტი უნდა გამოცხადდეს რთულად – NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
„დავითიანი”, „კაცია-ადამიანი?!”, ვაჟა-ფშაველა – ლიტერატურის გამოცდაზე თითქმის ყველაფერი მოვიდა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე