რომელ სტუდენტებს მოუწევთ მობილობისას ეროვნული გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევებში – NAEC-ის პასუხი
„უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თუ შემიძლია გადავიტანო საბუთები იმ უნივერსიტეტში, რომელიც რეგისტრაციის დროს მეორე ვარიანტად ავირჩიე“, – ასე ჟღერდა 2023 წლის ერთ-ერთი აბიტურიენტის მიერ გამოცდების ცენტრის წარმომადგენლისადმი დასმული კითხვა გასულ კვირაში გამართული შეხვედრისას, რაზეც NAEC-ის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ, დეტალური განმარტება გააკეთა როგორც წლევანდელი აბიტურიენტების, ისე სტუდენტების საყურადღებოდ.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენელის თქმით, მობილობის უფლება გაქვთ, თუმცა გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით: „მობილობის უფლება გაქვთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, თუ თქვენ სწავლობთ ისეთ პროგრამაზე, სადაც მაგალითად ჩააბარეთ მათემატიკა და გადასვლა გსურთ ისეთ პროგრამაზე, სადაც იმ წელს რომელ წელსაც თქვენ აბარებდით აუცილებელი საგანი იყო ისტორია და ლიტერატურა, თქვენ პირდაპირ ვერ გადახვალთ“.
მაია გაბუნიამ დეტალურად ახსნა, თუ რა გამოსავალი აქვს ასეთ დროს მობილობის მსურველ სტუდენტს:
„ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს უნდა დარეგისტრირდეთ და ჩააბაროთ მხოლოდ ის ერთი საგანი, რომელიც ბარდებოდა იმ წელს სავალდებულო საგნად. ასე რომ, თუ მიმართულებას, პროგრამას არ შეიცვლით, ერთი წლის შემდეგ გაქვთ გადასვლის უფლება, ხოლო თუ შეიცვლით, მაშინ აუცილებელია… წინასწარ უნდა მოიფიქროთ და რეგისტრაცია როდესაც გამოცხადდება, მაშინ უნდა გაიროთ რეგიტრაცია და მხოლოდ ის საგანი ჩაბაროთ“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ჯანდაცვის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისა და უკვე სტუდენტებისთვის მობილობის საკითხზე გააჟღერა, უნივერსიტეტების მიერ იქ ჩასარიცხად დაწესებული კომპეტენციის ზღვარის ცვლილებას უკავშირდება.
მისი თქმით, არსებობს მოცემულობა, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებაზე ჩაირიცხა აბიტურიენტი და უნდა, რომ იგივე პროგრამაზე, სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადავიდეს, მაგრამ, იმ უმაღლეს სასწავლებელს იმ წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ძალიან გაზრდილი ჰქონდა. კითხვას, რა გამოსავალი აქვს ამ დროს სტუდენტს, გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი შემდეგნაირად პასუხობს:
„თუ თქვენ აბარებდით ბიოლოგიას, ქიმიას და გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ არაუმეტეს 50 პროცენტისა, ხოლო იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც გადადიხართ გაზრდილი იყო ზღვარი 70 პროცენტზე მეტად, რა თქმა უნდა, თქვენ ამ შედეგით ვერ გადახვალთ და ისევ მოგიწევთ მხოლოდ ამ ორი საგნის ჩაბარება. ან ყველა საგნის, რადგან ზოგ შემთხვევაში, კონკრეტულ უნივერსიტეტში ოთხივე საგანზეა გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება“.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024