GE

ღონისძიება „ფსიქოლოგია და ფსიქოლოგები”

22 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღონისძიებას „ფსიქოლოგია და ფსიქოლოგები“, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდების შეხვედრასა და გაცნობას ქართული ფსიქოლოგიური სკოლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო:

• გამოფენა-გამოფენილი იყო ფოტომასალა, რომელიც აღწერდა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენლების მუშაობის სხვადასხვა ეტაპებს,კონგრესებსა და შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნებში.
• ვიდეო ჩვენება-დიმიტრი უზნაძის მოწაფეთა მიერ საკუთარი მასწავლებლის გახსენება.
• ქართული ფსიქოლოგიური სკოლის უხუცესი წარმომადგენლების: იათო კოტეტიშვილის, ნათელა იმედაძის და ვახტანგ ალხაზიშვილის მოგონებები ფსიქოლოგიური აზროვნების ტრადიციებისა და მეცნიერული კულტურის შესახებ.

გაიმართა ინტერაქტივი სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-სეუს, საქართველოს უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებს პასუხობდნენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.

საღამოს უძღვებოდნენ ღონისძიების ორგანიზატორები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტები თამარ ფოცხვერაშვილი, მარიამ სუხაშვილი, მარიამ შუბითიძე, მარიამ ქავთარაძე, თანაწამყვანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუსი ქ-ნ ნათელა იმედაძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქ-ნ ნანა ცხვედაძე.

საღამოს მხარდამჭერები იყვნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა,ასევე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ( ქ-ნ ნათელა იმედაძე და ქ-ნ რუსუდან მირცხულავა),რობაქიძის უნივერსიტეტი-ალმამატერი ( ბ-ნ რამაზ საყვარელიძე), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი , საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-სეუ (ქ-ნ ნანა ბურდული).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური