რუსულის, გერმანულისა და ფრანგული ენების გამოცდაზე აბიტურიენტების 12%-მდე არ გამოცხადდა
2026 წლის აბიტურიენტების გამოცდა უცხოურ ენებში დღეს, 8 ივლისს სრულდება. რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში ტესტირება ერთდროულად ტარდება.
ინგლისური ენისგან განსხვავებით, დარეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 12% რუსულის, გერმანულისა და ფრანგული ენის გამოცდაზე არ გამოცხადებულა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უცხოური ენების გამოცდაზე დღეს 88%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 43 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან წელს ინგლისური ენა 96%-ს აქვს არჩეული.
რომელ დავალებაში რამდენ ქულას მიიღებენ აბიტურიენტები უცხოური ენის ტესტში და რა შემოწმდება ტესტში მოცემული დავალებებით:
-ტესტი შედგება ექვსი არჩევითპასუხიანი და ერთი ღია დავალებისაგან.
-არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში მოცემულ ტექსტთან დაკავშირებით დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი ან მეტი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. არის ასევე „მრავალჯერადი არჩევანის“ დავალებები. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
-ღია დავალება (თხზულება) ფასდება სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც შედგება ორი კრიტერიუმისაგან. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა არის 8, დავალების მაქსიმალური ქულა არის 16.
უცხოური ენების ტესტებით შემოწმდება:
მოსმენის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა მოუსმინოს B1 სირთულის ერთ ტექსტს და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ისე ფაქტობრივი ინფორმაცია.
კითხვის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს B1 სირთულის სხვადასხვა შინაარსის, ზომის და ფორმატის ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტები და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი.
გრამატიკული მხარე: აბიტურიენტმა, კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ჩასვას გამოტოვებულ ადგილებში საჭირო ლექსიკური ერთეულები; სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი სიტყვები (არტიკლი, კავშირი და ა.შ.). სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; დიალოგში გამოტოვებული ადგილები შეავსოს წინადადებებით. სწორი პასუხი აირჩიოს წინადადებების მოცემული ჩამონათვალიდან;
თხზულების ზომა: აბიტურიენტმა უნდა დაწეროს 120-170 სიტყვიანი თხზულება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. აზრი გადმოსცეს გასაგებად და თანმიმდევრულად. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, დაიცვას მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„შუშანიკის წამება“ და დავით წერედიანის ლექსი – ქართულის ბოლო სესიის საკითხები ცნობილია
by ARIS.GE-განათლება
-
„დავბრდღვენი, უკვე ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი“ – აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრის დატოვებისას
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე