საბაუნი ვიშეგრადის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ვიშეგრადის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტს საბაუნის პროფესორი მარიამ ჯიქია უხელმძღვანელებს.
პროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა თანამშრომლობას ვიშეგრადის, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული იძულებითი მიგრაციის შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შესასწავლად.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება იძულებითი მიგრანტების მასპინძელ საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემეები, ლტოლვილთა უფლებებისა და მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის საკანონმდებლო ჩარჩო და მათი მხარდაჭერის სისტემები, ასევე აღნიშნული ნაკადების გავლენა მასპინძელი ქვეყნების ეკონომიკაზე.
პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იქნება განხორციელებული კვლევების შედეგები.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი