GE

საბაუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო აკადემიურ ფორუმზე ბარსელონაში

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნი) აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა, ანა გოგილაშვილმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბარსელონაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო აკადემიურ ფორუმში (IAFOR), რომელიც 12-16 ნოემბერს ჩატარდა.

ანა გოგილაშვილმა წარმატებით უხელმძღვანელა ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტერატურის სწავლებისა და ლიტერატურის თეორიის სექციას. ფორუმზე მან წარადგინა საკუთარი კვლევა თემაზე „პოსტსაბჭთა ეპოქა 21-ე საუკუნის ქართული მწერლობის თვალით”, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო აკადემიურ წრეებში. მოხსენებაში განხილული იყო თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ასპექტები და მათი კავშირი პოსტსაბჭოთა რეალობასთან.

კვირეულის ფარგლებში ქართველი მეცნიერი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მიმართულების სადისკუსიო პანელებში და გამართა შეხვედრები კოლეგებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს შეხვედრები ხელს უწყობს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებას, არამედ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრასაც.

საერთაშორისო აკადემიური ფორუმი (IAFOR) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ღონისძიებას მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წლევანდელ ფორუმზე 65 ქვეყნიდან 440 მკვლევარი იყო წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

პროფესორ გოგილაშვილის მონაწილეობა და წარმატება ამ პრესტიჟულ ფორუმში მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც საბაუნისთვის, ისე მთლიანად ქართული აკადემიური სივრცისთვის. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული აკადემიური წრეების საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური