GE

საბაუნის და უნგრეთის პეტერ პაზმანის უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

8 ივლისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს (საბაუნი) ესტუმრა უნგრეთის პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, იუდიტ ემეშე ტორგიკი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საბაუნის წარმომადგენლებთან.

უნგრელ სტუმარს უმასპინძლეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ქობულაძემ, დეკანის თანაშემწემ ლია გელაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა შორენა პარუნაშვილმა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთი უნივერსიტეტების საქმიანობა და გაცვალეს მოსაზრებები აკადემიურ სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებზე, რაც ხელს შეუწყობს ორივე დაწესებულების აკადემიურ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საბაუნი და პეტერ პაზმანის უნივერსიტეტი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია. ისინი უკვე თანამშრომლობენ Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში და ასევე ახორციელებენ სხვადასხვა ერთობლივ პროექტს.

ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საბაუნის მზაობას, გააფართოოს საერთაშორისო კავშირები და გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპულ უნივერსიტეტებთან, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური