საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრნენ. English Teachers’ Days-ის ფარგლებში გამართული კონფერენცია English Book Education-ისა და National Geographic Learning-ის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 25 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მომხსენებელი საერთაშორისო ექსპერტი და ტრენერი ალექს უორენი იყო, რომელმაც მონაწილეებს ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის უახლესი, ინოვაციური მეთოდოლოგია გააცნო. მისი პრეზენტაცია თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს მოიცავდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი პედაგოგებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ გათამაშებაში განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა საბაუნის სტუდენტმა, ელნურ გაჯიევმა, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილე სტუდენტებს National Geographic Learning-ის სერტიფიკატები გადაეცათ, რაც მათი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი