საბაუნის „მცირე სამეწარმეო იდეების“ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, 4 ივნისს, სკოლის მოსწავლეებისთვის, რიგით მეოთხე „მცირე სამეწარმეო იდეების“ კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 40-მდე სკოლის 200-მა მოსწავლემ მიიღო. ფინალურ ეტაპზე კი 16 საუკეთესო იდეა შეირჩა.
„ჩვენ გვსურდა, რომ ეს კონკურსი არ ყოფილიყო მხოლოდ ბიზნესიდეების შეჯიბრი, არამედ მოსწავლეებს წარმოედგინათ თავიანთი ინოვაციური და ამბიციური პროექტები, რომლებიც იქნებოდა რეალურად განხორციელებადი სამეწარმეო საქმიანობაში, სადაც მნიშვნელოვანია როგორც კარგი იდეა, ასევე წარმატებული კომუნიკაცია,” – განაცხადა საბაუნის ბიზნესისა და და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ.
I ადგილი – „ნიკო მარის“ სახელობის ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა – ბიზნეს იდეა „ცოდნის გუდა“.
„ცოდნის გუდა“ – სასაჩუქრე ჩანთა სახალისო, საგანმანათლებლო და ეკოლოგიურად სუფთა ნივთებით სავსე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ბავშვის სწავლის პროცესი იყოს საინტერესო, უსაფრთხო და შემოქმედებითი თავგადასავლებით აღსავსე. პროდუქტი ასევე დაეხმარება მშობლებს, სწორად განსაზღვრონ, თუ რა სჭირდება ბავშვს სწავლის პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის და თავიდან აირიდონ არამიზნობრივი ხარჯი“.
სამეწარმეო იდეის ავტორები: ხუხუნაიშვილი ია, ბერძენიშვილი გიორგი, სანიკიძე ანამარია, ბერაძე ლიზი, კალანდაძე ანანო, ჩიჩუა ანი, გიორგაძე ნინო, ტრაპაიძე ანნა, ქერქაძე სოფო, კალანდაძე ელენე, ლორია ლუკა, მარი კეკელიძე.
II ადგილი – თბილისის №175-ე საჯარო სკოლა – ბიზნეს იდეა „Histventure“ .
„Histventure“ – ისტორიული კომიქსი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს, კომიქსის უნიკალური თხრობის სტილითა და სახალისო ილუსტრაციების საშუალებით შეეძლება საქართველოს ისტორიისა და წარსულის შესახებ ინფორმაციის მიღება. პროდუქტი ღირებული საგანმანათლებლო რესურსoა, რომელიც დაინტერესებულ პირებს, ისტორიულ მოვლენებს ხელმისაწვდომ და სახალისო ფორმატში გააცნობს“.
სამეწარმეო იდეის ავტორები: ლელა კვენიაშვილი, გუგა კიკუტაძე, ნინი ტაბუცაძე, ნინი ბერუაშვილი, ელენე ბიწაძე.
„სამეწარმეო იდეების კონკურსის მიზანია ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის წახალისება და მათი იდეების რეალიზაციის ხელშეწყობა. სამეწარმეო აზროვნების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. ეს არა მარტო ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს, არამედ წვლილი შექავს ინოვაციების დანერგვასა და საზოგადოების მდგრად განვითარებაში. ამიტომაც, დღევანდელი კონურსი აღარ არის უბრალოდ მოსწავლეთა ღონისძიება – იგი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელია და მომავლის მშენებლობის საწინდარი ხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აქ წარმოდგენილი იდეები შესაძლოა გახდნენ ხვალინდელი წარმატებული ბიზნესების სათავე“ – აცხადებენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.
საუკეთესო იდეების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე – ვადები და დეტალები by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი