საბაუნის სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან საკითხებში ჩაერთვებიან
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. 9 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ „შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალის” (AHF) წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ არა მხოლოდ მიეღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აივ/შიდსის შესახებ, არამედ ჩაეტარებინათ უფასო და ანონიმური სწრაფი ტესტირება კომბინირებული ტესტით შემდეგ ინფექციებზე: აივ/B და C ჰეპატიტი/სიფილისი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და სამართლის პროგრამის სტუდენტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, გახდნენ AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის წევრები. ეს ინიციატივა გულისხმობს სპეციალური მომზადების გავლას, რის შემდეგაც სტუდენტები თანასწორ-განმანათლებლის სტატუსით შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდებში აივ-ის, შიდსის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განათლების პროგრამაში.
ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვისა და ცნობიერების ამაღლების გზაზე. იგი ხელს უწყობს არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას, არამედ სტუდენტების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან საკითხებში.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი