საბაუნის სტუდენტი ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნი) სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ციცია მეგუთნიშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი ფოტო სახელწოდებით “The Right to Be Free” ევროსაბჭოს Human Rights: Camera, Action! კონკურსის გამარჯვებულია.
ციციას საკონკურსო ნამუშევარი სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში გამოიფინა და აუდიტორიის ინსპირაციად იქცა. 6 ნოემბერს, ციციამ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ფოტოს სიმბოლური დატვირთვაც განმარტა.
„ფოტოში ქართველი ახალგაზრდების თავისუფლების სიმბოლო, მტრედი, ევროპულ ღირებულებებსა და საქართველოს ისტორიულ გზას აერთიანებს — თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეალებით სავსეს. ფონზე აღბეჭდილი მონუმენტი კი ჩვენი ისტორიის ხატია, რომელიც გვახსენებს, რომ ევროპული ღირებულებები ყოველთვის ახლდა ჩვენს წარსულს და წარმოადგენს ჩვენს მომავალს“, – აღნიშნა ციციამ.
აღსანიშნავია, რომ ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალ პოტენციალს და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობას.
-
„რელიგია, ნაციონალიზმი და სახელმწიფო“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის სამართლის დოქტორისა და პრორექტორის ერთობლივი კვლევა Scopus-ის რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში სტუდენტებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი