საბაუნის ტურიზმის პროგრამის სტუდენტი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნი) ტურიზმის პროგრამის სტუდენტმა, სტეფანე ხითარიშვილმა, პირველი ადგილი მოიპოვა კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – “საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი”.
კონფერენცია, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, უკვე მეორედ ჩატარდა და მას 100-ზე მეტი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან.
ჟიურის მიერ შერჩეული 18 საუკეთესო თეზისის ავტორმა წარმოადგინა მოხსენებები საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის განვითარების შესახებ. სამ საუკეთესო მომხსენებელს, მათ შორის სტეფანე ხითარიშვილს, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებმა.
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს კურორტების მოდერნიზაცია, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების განვითარება, მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ინოვაციური მიდგომების დანერგვა.
- ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის გზები – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნი აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- 5 რჩევა აბიტურიენტებს საბაუნისგან: როგორ მიაღწიო სასურველ მიზანს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი