საბაუნის წარმომადგენლები აშშ-ში პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნი) აქტიური საერთაშორისო საქმიანობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით გამდიდრდა. უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა და სამართლის დოქტორანტი ჯამლათ გვიდიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართლისა და რელიგიის კვლევების VII საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგნენ.
მაღალი რანგის სამეცნიერო ფორუმს ორი გამორჩეული ამერიკული უნივერსიტეტი – ნოტრ დამი და ბრიგჰემ იანგი მასპინძლობდა. კონფერენცია, რომელიც “სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის” (ICLARS) ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს აერთიანებს.
“ინტერნაციონალიზაცია საბაუნის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა. ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებაში ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ,” – აღნიშნავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებთან.
წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც, რადგან ეს მათთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი