საბაუნიში ონლაინ ტრეფიკინგის თემაზე 3-დღიანი ტრენინგი გაიმართება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ ტრეფიკინგის თაობაზე, 3-დღიანი ტრენინგი გაიმართება.
საბაუნის მიერ 27 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტრეფიკინგის პრევენციის საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტსა თუ დაინტრესებულ პირს.
ტრენინგს ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის ოპერაციების სპეციალისტი, პროფესორი იორნ ვან რი, სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტის პროფესორი უშანგი ბახტაძე და ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრის მკვლევარი ცისანა ხუნდაძე გაუძღვებიან.
ტრენინგზე, რომელიც მიმდინარე წლის 16, 17 და 21 ოქტომბერს, 10:30-დან 14:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება, განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ადამიანებით ვაჭრობა: შესავალი
- ძირითადი ცნებები, განმარტებები და ადამიანებით ვაჭრობის ფორმები
- ტრეფიკინგის სფეროში კვლევის სირთულეები
- კვლევის მეთოდოლოგიის მიმოხილვა: თვისებრივი და ონლაინ მიდგომები
- ეთიკური საკითხები ადამიანებით ვაჭრობის კვლევაში
- ონლაინ პლატფორმების ანალიზის ინსტრუმენტები
- საქართველოს სექს-სამუშაოების სარეკლამო საიტების ანალიზი
ტრენინგის სამუშაო ენა ინგლისურია. მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ფორმა 2025 წლის 10 ოქტომბრამდე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები და წარმატებულ ორ მონაწილეს საბაუნის ტრეფიკინგის კვლევით ცენტრში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ღონისძიებას – „გმირობა სქესს არ ეკითხება“ უმასპინძლა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის თეოლოგიის პროფესორი, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი, მეორე და მესამე წიგნების კანონპროექტი“ – საბაუნიში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი