საბაუნიში როსტომ ჩხეიძესთან სალონური შეხვედრა გაიმართება
24 აპრილს, 19:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის ახლადშექმნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კლუბის, „იაკამის“ ორგანიზებით, საბაუნიში, მწერალთან და მეცნიერთან, როსტომ ჩხეიძესთან სალონური შეხვედრა გაიმართება.
თემა: 1942 წლის შეთქმულება და სამანელების უცნობი ამბავი.
1941 წელს, საქართველოში შეიქმნა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – “სამანი”, რომელიც საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლ ახალგაზრდებს აერთიანებდა. მათი მიზანი იყო აჯანყების გზით არსებული რეჟიმის დამხობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
როსტომ ჩხეიძე საკუთარ წიგნში, „სამანელები 61 ამბავი“, სწორედ სამანელების უცნობ ისტორიებს მოგვითხრობს.
მოხარული ვართ, რომ სალონური შეხვედრის დაწყებამდე შესაძლებლობა გვექნება, კლუბ „იაკამის“ კონცეფცია გაგაცნოთ და პირველ სალონურ შეხვედრაზე გამორჩეულ სტუმართან ერთად გიმასპინძლოთ.
მისამართი: კ. ქუთათელაძის №3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (ბიბლიოთეკა #301)
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი