„საბოლოო ჯამში, 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები შეძლებენ სკოლაში წასვლას“
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 1-ელ მაისს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო მიმდინარე კვირის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხებიც.
სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა “ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” შესატანი ცვლილების შესახებ ისაუბრა, რომელიც პირველ კლასში შესვლის ასაკის ცვლილებას ეხება და საკანონმდებლო ორგანო მას დაჩქარებული წესით განიხილავს.
“მიმდინარე კვირაში ბევრი კანონპროექტი გვაქვს განსახილველი. მათ შორის არის მშობლებისთვის ძალიან საინტერესო. მცირე ასაკის ბავშვებისთვის არის ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების მშობლებს შეუძლიათ, რომ შვილები დაარეგისტრირონ და შეიყვანონ სკოლებში. ჩვენ ცვლილებას ვცდილობთ ეტაპობრივად და ბუნებრივია, ერთბაშად ამ ნაკადს რასაკვირველია, სასკოლო სისტემა ვერ გაუძლებს და ვცდილობთ, რომ საბოლოო ჯამში, მივიდეთ შედეგამდე, რაც უზრუნველყოფს, რომ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები შეძლებენ სკოლაში წასვლას და მთელი წლის განმავლობაში ექნებათ ეს შესაძლებლობა ბავშვებს, რომელთაც იმ წელს უსრულდებათ 6 წელი. ეს ბუნებრივია, იქნება ნებაყოფლობითი და ვინც საჭიროებას არ დაინახავს, მათი შვილები იქნებიან საბავშვო ბაღში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე:
პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს განათლების სამინისტროს ხედვით პასუხისმგებლიანი და ეთიკური მასწავლებელი – მოთხოვნები გაიწერა
by ARIS.GE-განათლება
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი