GE

საჯარო ლექცია CIU-ში: „ადამიანის უფლებები და სისხლის სამართლის თემატიკა კინემატოგრაფში“

1 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების ერთობლივი ინიციატივით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ადამიანის უფლებები და სისხლის სამართლის თემატიკა კინემატოგრაფში“.

ლექციას უძღვებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, გია მეფარიშვილი და მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, მულტიმედია ცენტრის კორესპონდენტი და მოწვეული ლექტორი, სოსო გაზდელიანი.

ლექციის ფარგლებში, მოეწყო კინოჩვენება, სადაც განხილულ იქნა, როგორ არის გამოხატული ადამიანის უფლებები და სისხლის სამართლის თემატიკა ისეთი ფილმების მაგალითებზე, როგორებიცაა: „12 განრისხებული მამაკაცი“; „ნიურნბერგის პროცესი“; „მოკლე ფილმი მკვლელობაზე“ და „ორნი ქალაქში“.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ფილმების რეცენზირება და აუდიო მიმოხილვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროდიუსერს, ასოცირებულ პროფესორს, რუსუდან კვარაცხელიას ეკუთვნის.

შეხვედრას ესწრებოდნენ, CIU-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm