GE

საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის მნიშვნელობა და გამოწვევები

10 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის პროგრამა“ – ის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის მნიშვნელობა და გამოწვევები”.

შეხვედრაზე მისასალემებლი სიტყვით წარდგა აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ციხის ცხოვრებსთან ადაპტაციის მნიშვნელობაზე , პროექტის ქართველმა მკვლევარმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს პრლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ესექსის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრმა და ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტმა – გივი მიქანაძემ ისაუბრა.

ლექციაზე პროექტის უცხოელმა მკვლევარმა, პროფესორმა ჯეიმს მაკმანუსმა (გაერთიანებული სამეფოს სასამართლოების ექსპერტი ექსტრადაციისა და კომპენსაციის საქმეებში ციხის პირობებთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს სახელით წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ყოფილი წევრი) საკუთარი საერთაშორისო გამოცდილების მაგალითზე, ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე, პროექტის სტუდენტ მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შეირჩნენ, მადლობის სიგელები გადაეცათ.

შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ესწრებოდნენ – ადმინისტრაციის უფროსი, მანანა ბეგიაშვილი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ლანა ბათლიძე. სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან – მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია – რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი, ინგა სარჯველაძე, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია – რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნანა ქორიძე და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი, თეონა ბაბუნაშვილი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური