საჯარო ლექციების სერია ალტე უნივერსიტეტისგან – შეთავაზება აბიტურიენტებსა და სტუდენტებს
ალტე უნივერსიტეტი და აბიტურიენტების კლუბი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების სერიას: „ის, ვინც გიზიარებს“.
სერია აერთიანებს ისეთ ადამიანებთან შეხვედრებს, რომელთაც თავიანთი საქმიანობის სფეროებში წამყვანი ადგილები უჭირავთ და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. თემურ ჭყონია, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ამირან გამყრელიძე – ეს იმ 3 შეხვედრის სპიკერთა სიაა, რომელთა საჯარო ლექციებიც უკვე დაანონსდა ალტე უნივერსიტეტის მიერ.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საჯარო ლექციების სერიის პირველი შეხვედრა, სწორედ გუშინ, 31 იანვარს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა. ნიკოლოზ გამყრელიძემ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ისაუბრა თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებსა და კრიზისულ კომუნიკაციაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აბიტურიენტები, სტუდენტები და შეხვედრის თემით დაინტერესებული პირები.
ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის მიერ დაანონსებულ საჯარო ლექციებზე დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია და ესტუმროთ ალტე უნივერსიტეტის კამპუსს.
დაგეგმილი საჯარო ლექციების განრიგი:
2 თებერვალი (ვახტანგ ბუცხრიკიძე), დასაქმების ბაზრის ტრენდები – ახალი თაობა: შესაძლებლობები და გამოწვევები.
გამოგვყევი ივენთზეც
8 თებერვალი (თემურ ჭყონია), გაბედული ნაბიჯები და წარმატება.
გამოგვყევი ივენთზეც
10 თებერვალი (ამირან გამყრელიძე), გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევები 21-ე საუკუნეში.
გამოგვყევი ივენთზეც
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერე.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი







