GE

საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ – ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ღონისძიება ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ბენეფიციარები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლებს მოსწავლეები არიან. 1 ივნისს, აქციის ფარგლებში, ბორჯომში აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.

მსგავსი სახის გამოკვლევები სხვა სკოლების მოსწავლეებსაც ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებისთვის გაიცემა ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს ასევე გადაეცემათ პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური