GE

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მობილობის ვადები დადგინდა

2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის ვადები განისაზღვრა. მოსწავლეთა მობილობა არ განხორციელდება 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრადმე, ასევე მე-12 კლასის მეორე სემესტრში.

შესაბამისი ბრძანებას მიხეილ ბატიაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის
დამტკიცების შესახებ“ ბრძანების ცვლილებაში ვკითხულობთ:

“მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში (20/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016459) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე”, – წერია ბრძანებაში.

რაც შეეხება პროცედურას, როგორც ცნობილია, თუ თქვენ მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა გსურთ, უნდა დაუკავშირდეთ სასურველ სკოლას. თუ ადგილი იქნება სასურველ სკოლაში შემდეგ მიმართავთ იმ სკოლას, სადაც ახლა სწავლობს მოსწავლე და სკოლები თავად გადაუგზავნიან ერთმანეთს საჭირო დოკუმენტებს. მობილობაზე აკრძალვა ეხება 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს და მე–12 კლასის მეორე სემესტრს. ამ დროს მოსწავლე მობილობით ვერ ისარგებლებს, ან მას დასჭირდება მინისტრის თანხმობა. ასეთ დროს მოსწავლის მშობელმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართოს და პასუხს დაელოდოს.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური